ბლიც ინტერვიუ

“გაეროში ჩემი ქვეყნის ოკუპაციაზე სიტყვითაც გამოვედი”,-ლაზარე ბზიაშვილი

წარმატებული ქართველი ახალბედა სტუდენტი-გზა საქართველოდან ამერიკულ ოცნებამდე !

 

სანამ საქართველოში საგამოცდო ციებცხელება გრძელდება, აშშ-ში უკვე გვყავს წარმატებული ქართველი ახალბედა სტუდენტები.      

ერთ-ერთ მათგანს, ჩვენი კოლეგის, ცნობილი ჟურნალისტის, ლელა ნინუას, შვილს ლაზარე ბზიაშვილს, მედია პორტალი „ჯეო დაიჯესტი „ გაესაუბრა. ლაზარე გვიყვება თუ როგორ შეიძლება ახდეს ამერიკული ოცნება და როგორ უთავსებს ის შრომას და სწავლას ერთმანეთს. როგორც ჩვენთან საუბარში ლაზარე აღნიშნავს, მას სურს ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიოს ამიტომ ის საკუთარი განათლების ფულს საკუთარი შრომით გამოიმუშავებს. როგორია იყო გზა საქართველოდან ამერიკულ ოცნებამდე, ამას 18 წლის ახალგაზრდა ბლიც ინტერვიუში ჩვენს კითხვებზე პასუხებით გვიამბობს:

კ. როგორია იყო გზა საქართველოდან ამერიკულ ოცნებამდე, ანუ როგორ მოხვდი შტატებში ?

-ჩემი ამერიკული ცხოვრების ისტორია საკონსულოდან დაიწყო , როცა კონსულთან გასაუბრებაზე მივედი და გამოველაპარაკე მითხრა , ამერიკელი მოქალაქეებისთვის შემდეგ ფანჯარაში მიდიო , მე ვუთხარი ქართველი ვართქო , მომიბრუნდა და მითხრა ასე უაქცენტოდ როგორ და სად ისწავლე ინგლისურიო.

ზუსტად 24 საათში ვიზა მქონდა.

კ : როგორც ჩვენთვის ცნობილია გაეროშიც მოხვდი ? !

-ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში გაეროში, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებს შორის მოვხვდი , მაშინ 15 წლის ვიყავი .

გაეროში კონფლიქტურ ზონებზე და ჩემი ქვეყნის ოკუპაციაზე სიტყვითაც გამოვედი ეს იყო ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი მსოფლიო დედაქალაქში .

კ: თქვენმა ინგლისურმა კონსულის მოწონება დაიმსახურა, რას ურჩევდით მათ ვინც ახლა სწავლობს ?

– რეპეტიტორებთან არასდროს მივლია , არც ფასიან სკოლებში მისწავლია , არც არასდროს შემიწუხებია ჩემი მშობლები დიდი მოთხოვნებით.  ბევრი რამე მეც მომდომებია , მაგრამ ვთვლი, რომ  ამას საკუთარი შრომითა და სწავლით მივაღწევ . წელს დავამთავრე ფორტ ჰამილტონის საშუალო სკოლა( Fort Hamilton High School)  და უკვე ორი უნივერსიტეტის დაფინანსება მოვიპოვე. ჯერ კიდევ დამამთავრებელ კლასში დავიწყე მუშაობა , ამერიკა ყველა შანს გაძლევს თუ შრომა და სწავლა არ გეზარება მიაღწიო მიზანს.

– ხშირად ვკითხულობ ავტობუსში და ასაკოვანი ამერიკლები მეკითხებიან ასეთ წიგნებს შენს ასაკში როგორ აღიქვამო , წიგნების საყიდლად აქ რიგში დგომაც მიწევს .

ბევრს ვუყვები ამერიკლ მასწავლებლებს საქართველოზე , ჰაი – სქულშიც უგამოცდოდ ჩავირიცხე , აქ სხვადასხვა საფეხურებია , რა დონის ინგლისურიც იცი იმ დონის კლასში გსვამენ , მე მაღალ დონეზე შემაფასეს გასაუბრების მერე არც დამაწერინეს ტესტები , სხვათაშორის თბილისიდან ინგლისურის მასწავლებლის შეფასება 9 ქულა მივიტანე აქ კი 107 მაქვს ( უმაღლესი 100ია ).

ძალიან დამეხმარა ინგლისურის ცოდნა . როგორ ვისწავლე ? ეს იმ კონსულმაც მკითხა , ჩემ რამდენიმე საყვარელ ფილმს ინგლისურად სუბტიტრებით ვუყურებდი , რა სიტყვებიც არ მესმოდა ვიწერდი და ვსწავლობდი , ეს მეთოდი ბევრს დაეხმარება .

თუ გინდა საინტერესო ცხოვრება მივხვდი , რომ ეს თავად უნდა მოვიწყო , ვიცი რომ ცხოვრებაში ტყუილი ყველაზე დიდი სირცხვილია , ვიცი რომ არასდროს მოვწევ , ვიცი რომ არავის არ ვუღალატებ არავის ! არასდროს მარტო არ უნდა ვისადილო და ვიცი რომ სიკეთე მთავარია იმისთვის რომ უფრო გავიმყარო გზა რომელსაც ამერიკაში გავივლი , ჯერ არ ვიცი როდის ვნახავ ჩემს უბნის მეგობრებს , კლასელებს ჩემს ლამარა დამრიგებელს , მაგრამ მე ისინი და ჩემი უბანი მრგვალი ბაღი მენატრება ძალიან.

კ: ვიცი, რომ სწავლას , შრომასაც უთავსებ,  რა სახის სამუშაოებზე მუშაობ ხოლმე ?

-სკოლის შემდეგ ვმუშაობდი გახანგრძლივებულის მასწავლებლად , 30 მდე ბავშვის, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ვეხმარები გაკვეთილების მომზადებაში , ხანდახან ჩემი ბავშვობა მახსენდება , მათ რომ ვუყურებ ისინიც მიმალავენ, რომ ბევრი სამეცადინო აქვთ.

ჩემი შრომით რამდენიმე თვის ხელფასიც დავაგროვე და ჩემი ოცნების კომპიუტერიც შევიძინე , მახსოვს ამასწინათ დედასთან მაღაზიაში შევედი და დედამ რომ მიყიდა ტკბილეული მეუხერხულა , ვუთხარი კიდევაც .

ქართული მენტალიტეტი სულ სხვაა , ამერიკელმა მეგობარმა ერთხელ რამდენიმე დოლარი მთხოვა , მეორე დღეს უკან მიბრუნებდა , მე კი გავიცინე და ვუთხარი ქართველებთან ეგ არასდოს გააკეთოთქო, დღეს უკვე ისინი ამ კუთხით მბძავენ.

კ: თავისუფალი დროს რას საქმიანობ და  გყავს თუ არა ქართველი მეგობრები ამერიკაში ?

-მხოლოდ ერთი ქართველი მეგობარი მყავს ლუკა , თბილისელმა ძმაკაცებმა გამაცნეს , ახლა კი ძმებივით ვართ .

ტრდიცია გვაქვს ყოველ პარასკევს სკოლის, ახლა უკვე, სამსახურის შემდეგ ამერიკელ მეგობრებთ  ერთად ვერთობით . დრო ძირითადად განაწილებული მაქვს , ვუკრავ ასევე ამერიკულ ბენდში გიტარაზე , აქ ამერიკაში დამოუკიდებლად შევისწვლე გიტარაზე დაკვრა .

პირველი გიტარა კი ძალიან საყვარელმა ქალბატონმა ნატალია სულაშვილმა მაჩუქა სრულიად უცნობს , მერე ჩემმა ძმამ , რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს მიყიდა ელექტრო გიტარა და მას მერე პროფესიულად ვეუფლები.

მასწავლებელი კი მჭირდება , მაგრამ ვფიქრობ მიზნად დავისახო ყველაფერს თავად მივაღწიო .

კ: რა პროფესიას დაეუფლები უმაღლეს სასწავლებელში, ანუ ვინ უნდა გამოხვიდე ?

-ფსიქოლოგი მინდა გამოვიდე და შემდეგ იურიდიულზე გავაგრძელო , ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს , ჩემი ხელფასის ნაწილიც წიგნებში მეხარჯება .

უკვე ჩემს ქვეყანაში როგორც ექიმი – ფსიქოლოგი დავბრუნდები . მაგრამ ამერიკას მადლობა რომ ჩემი თავი მაპოვნინა . ახლა რამდენიმე დღეში მივფრინავ კალიფორნიაში ჩემს უფროს ძმასთან , სიურპრიზი უნდა გავუკეთო , რადგან სოლიდური თანხა დავაგროვე ჩემი შრომით და მისთვის საოცნებო მანქანის ყიდვას ვაპირებ , დანარჩენი თანხით კი საბანკო ანგარიში გავხსენი და როგორც დამოუკიდებელი პიროვნება ვიწყებ ჩემი გეგმის განხორციელებას !

ესაუბრა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close