News დაიჯესტიბლიც ინტერვიუ

„ მინდა ქუთაისს დავუბრუნო სახელოვნებო ქალაქის სტატუსი“ ,- დავით ღვინიანიძე

„ქართველი კარუზო„ ასე მოიხსენიებენ მსოფლიო დონის ოპერის მომღერალს, ბარიტონს,  დავით ღვინიანიძეს, რომელიც წლებია  ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობს

„ქართველი კარუზო„ ასე მოიხსენიებენ მსოფლიო დონის ოპერის მომღერალს, ბარიტონს,  დავით ღვინიანიძეს, რომელიც წლებია  ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობს და ჩატარებული აქვს საგასტროლო კონცერტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

 

დავით ღვინიანიძესთან, ინტერვიუ   მედია პორტალ „ ჯეო დაიჯესტმა „ მაშინ ჩაწერა როცა ის მოკლე დროით მისმიერვე დაარსებულ პროექტებთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდა.

  საქართველოში მსოფლიო დონის ბარიტონმა  ორი პროექტი დააარსა  და ხელმძღვნელობს: ,, გზა კარნეგი ჰოლისკენ ”, ეს პროექტი  განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს  გზას უხსნის  მსოფლიო  სცენებისკენ.

ხოლო მეორე პროექტი კი,საერთაშორისო  საოპერო ფესტივალი,  დავით ღვინიანიძემ,  მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დააარსა.  სადაც მსოფლიო დონის  საოპერო  ხელოვანები  იყრიან თავს.

   ჩვენი შეხვედრაც  ქართველ მსოფლიო დონის ოპერის მომღერალთან, სწორედ მის მშობლიურ ქალაქზე, ქუთაისზე საუბრით დაიწყო და გავიხსენეთ 1918 -წელი, არამხოლოდ როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების წელი, არამედ, ასევე როგორც ქუთაისიდან ხელოვანების დაძვრის პერიოდიც.( „1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა“, – აკა მორჩილაძე.)ავტ.

„ქუთაისი ყოველთვის იყო ხელოვნების კერა  და  მინდა, რომ  ჩემს ქალაქს დავუბრუნო მისი ყოფილი სტატუსი და ელფერი ხელოვნებაში და ამ პროექტების ჩატარებაც ამან განაპირობა ,, ,-აღნიშნავს მსოფლიო დონის ბარიტონი.

თუმცა, მისი ღვაწლი და  ნოსტალგია სამშობლოსადმი, მხოლოდ ქუთაისით არ შემოიფარგლება და როგორც თვითონ ამბობს: “როდესაც ადამიანი აღწევს წარმატებას საზღვარგარეთ, მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რაღაც დიადი დაუბრუნოს მას და ვალი მოიხადოს. თუმცა ეს „მიწის ყივილი“, რომელიც მე მაქვს, არ არის უცხო არცერთი ემიგრანტისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე დამეარსებინა ეს ორი პროექტი საქათველოში“, -გვიმხელს ბარიტონი.

პროექტი “გზა კარნეგი ჰოლისკენ“ საქართველოს რეგიონებში, 6- 18წლამდე ბავშვებისთვის  ტარდება.  „ წელს  კახეთში, ბათუმში და ქუთაისში ჩავატარეთ და მოვიდა უამრავი ნიჭიერი ბავშვი. ერთ-ერთი  ალექსანდრე ზაზარაშვილი იყო, ( დავით ღვინიანიძე  ალექსანდრე ზაზარაშვილის (უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული ქართველი)  პროდიუსერია )ავტ. აგრეთვე შემიძლია რამდენიმე გვარი ჩამოვთვალო: საბა მიქელაძე, თამარ მჟავანაძე, ნიკუშა ნიქაბაძე …  ზაზარაშვილს თბილისში ჩამოსასვლელი თანხაც კი არ ქონდა, რასაკვირველია მაშინათვე მოვახდინე რეაგირება“,-იხსენებს დავით ღვინიანიძე.

მისი თქმით, ამ პროექტის მთავარი პრიზი კარნეგი ჰოლში გამოსვლაა. (კარნეგი-ჰოლი (ინგლ. Carnegie Hall) — საკონცერტო დარბაზი ნიუ-იორკში. აშენდა ფილანტროპი ენდრიუ კარნეგის მიერ 1890 წელს და ის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებაა როგორც კლასიკური, ისე პოპულარული მუსიკისთვის, ასევე განთქმული მისი სილამაზით, ისტორიითა და საუცხოო აკუსტიკით. ვიკიპედია).

პროექტის გამარჯვებულები 25-სექტებერს გამოვიდნენ კარნეგი ჰოლის სცენაზე და როგორც დავით ღვინიანიძე იხსენებს დარბაზში მყოფი პუბლიკა მათ ფეხზე წამოუდგა. ასევე დავით ღვინიანიძის ინიციატივით  და ხელშეწყობით ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში რამდენიმე შოუში მიიწვიეს.

იყო თუ არა ოპერის მომღერლობა მისი  ბავშვობის ოცნება და რა გზა განვლო მან საქართველოდან კარნეგი ჰოლამდე და მსოფლიო დონის ოპერის მომღერლობამდე, ამ კითხვებზე და სხვა თემებზე  დავით ღვინიანიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა და გვესაუბრა.

 

  • ბავშვობიდანვე ოცნებობდით ოპერის მომღერლობაზე ?

 

ქუთაისში იყო ასეთი ანსამბლი „ ალიონი“ სადაც 6-წლიდან ვმღეროდი.  სკოლის პერიოდში ასევე დავამთავრე  სამსახიობო ოთხწლედი.

რაც შეეხება საოპერო მომღერლობას თავიდანვე მინდოდა,  მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგი.  დედა  ექიმია, მამა  ტექნოლოგი, აკადემიკოსი, ქუთაისის პოლიტექნიკურში . მამას უნდოდა, რომ მეც მეცნიერებას  გავყოლოდი და  არ მომცეს საშუალება ჩამებარებინა კონსერვატორიაში სკოლის დამთავრებისთანავე.

ამიტომაც მე შევასრულე მათი მოთხოვნა,  ჯერ დავუფლებოდი პრაქტიკულ პროფესიას და შემდეგ საოპერო ხელოვნებას და ჩავაბარე ქუთაისის  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მახსოვს კურიოზიც, როცა  გამოაცხადეს, რომ ღვინიანიძე ჩაირიცხა მეღვინეობის ფაკულტეტზე, ატყდა ხარხარი, აბა ღვინიანიძეს სად უნდა ჩაებარებინაო. . მამაჩემი დადიოდა და აფრთხილებდა ყველა ლექტორს არ დაუწეროთ  ნიშანი,  თუ ხუთიანებზე არ ისწავლისო. ამიტომაც დავამთავრე წითელ დიპლომზე. მეღვინეობის შედეგ,  ჯერ  ჩავაბარე ქუთაისის კონსერვატორიაში და შემდეგ გადმოვედი უკვე თბილისში,მედეა ფანიაშვილის სახელობის აკადემიაში.   ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი  ნოდარ ანდუღალაძესთან, მედეა მირიანაშვილთან.  მყავდა კარგი პეადაგოგები ყოველთვის, ვმუშაობდი ჩემი მონაცემების გაუმჯობესებაზე, რადგან უდიდესი სურვილი მქონდა  ამ პროფესიაში ჩემი ადგილი დამემეკვიდრებინა.

გამოდის, რომ არამხოლოდ კარგი მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული, არამედ, მშობლების წყალობით  კარგი ზოგადი განათლებაც ?

ასე გამოდის ( იცინის) კარგი ზოგადი განათლება მაქვს, სკოლაც  და შემდეგ ყველა სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე.

ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემს პროფესიაში რაღაცას წარმოვადგენდი, ამიტომ  გადავწყვიტე პირველივე კურსიდან დამეწყო ჩემი გადაცემა საოპერო ხელოვნებაზე.

ქუთაისის ტელევიზიაში ყოველ პარასკევს გადიოდა ჩემი გადაცემა, რომელიც იყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი   და   საოცარ პოპულარიზაციას უწევდა კლასიკურ მუსიკას. იმდენად წარმატებული პროექტი გახლდათ, რომ შემდეგ ამ გადაცემით მიმიწვია აჭარის ტელევიზიამ. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ბ-ნ ალექსანდრე ხომერიკს,  საქართველოს სახალხო არტისტს, ვისი წყალობითაც მიმიწვიეს და მქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მაგ დროისთვის. რამაც საშუალება მომცა თანხაც დამეგროვებინა, რადგან უკვე ვამთავრებდი კონსერვატორიას  და საქართველოდან წასვლა გადაწყვეტილი მქონდა.

გარდა ამისა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმში ვკითხულობდი ლექციებს. უკვე ათწლედშიც  ვასწავლიდი და პარალელურად ვმუშაობდი  ორ საოპერო თეატრში; ბათუმის და ქუთაისის.

რამდენი წლის იყავით როცა პირველად დიდი სცენაზე გამოხვედით ?

 

18-წლის ვიყავი, როცა პირველად გამოვედი ქუთაისის საოპერო თეატრში.

როდის წახვედით საქართველოდან ?

 

2000 წელს.  ამავე წლის 13- მაისს  კი მქონდა მოსენა მოსკოვის ახალ საოპერო თეატრში და  200 მომღერლიდან ერთადერთი ვიყავი ვინც  მეორე და მესამე ტურის გარეშე ამომარჩიეს  და პირველივე ტურში ჩამრიცხეს ამ თეატრის დასში.

ენის ბარიერის გამო ავირჩიე რუსეთი, რადგან მაშინ ინგლისური ცუდად ვიცოდი.  დავრჩი  მოსკოვში და საოცრად  წარმატებულად დაიწყო ჩემი კარიერა და შემდეგ  2002- წელს დავაარსე  ფონდი „მსოფლიო ტალანტები“, რომელიც დღემდე აქტიურია.

როდის გადახვედით  ამერიკაში  და დაიწყეთ მოღვაწეობა როგორც საოპერო მომღერალმა ?

2006 წელს  პირველად მომიწია ჩასვლა და  ეს იყო ვაშინგტონში. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდოდა ამ ოკეანის გადაღმა ქვეყნაში წასვლა და რომ არა ჩემი კოლეგების დაძალება, ალბათ არც წავიდოდი. ჩასვლისთანავე მომხიბლა ამ ქვეყანამ.  2008- ში უკვე მქონდა „კარნეგი ჰოლში“ ჩემი პირველი დებიუტი და ამ წარმატებული პროექტების შემდეგ ამერიკამ  მწვანე ბარათი მომცა.

დიდხანს მაინც  ვერ გავჩერდი, ვცხოვრობდი ისევ  რუსეთში,  მივდიოდი-მოვდიოდი. 2016 -წელს კი  საბოლოოდ გადავწყვიტე დამეტოვებინა ყველა ქვეყანა, სადაც მიცხოვრია და გადავსულიყავი ჩემს საოცნებო ქვეყანაში.

ჩვენ უკვე გვაქვს „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე მსოფლიო საშობაო მუსიკლაური ფესტივალი. ჩაყვანილი მყავდა ნინო სურგულაძეც, თამარ ივერიც  და მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ოპერის მომღერლები.

ასევე ვატარებთ უკვე რიგით  მესამე კონკურსს ვოკალში.   საოპერო მომღერლების კონკურსი 18-45 წლამდე.  გვაყავს ძალიან ბევრი გამოჩენილი ჟურის წევრი და სააგენტოები, რომლებიც შემდეგ კონტრაქტებს აფორმებენ  გამარჯვებულ კონკურსანტებთან და სთავაზობენ სამუშაოს.

 

ესაუბრა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close