კვირის დაიჯესტიპროექტები

„ვისაც ასურელი ბავშვების შვილად აყვანა სურს“… – ჟურნალისტი რუსა გვაზავა ინიციატივით გამოდის

ჟურნალისტი რუსა გვაზავა ასურელი ბავშვების შვილების საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს  შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს. ამის საფუძველს კი იმ სირიელი ჟურნალისტის განცხადება აძლევს, რომელმაც მისივე საავტორო გადაცემაში  „კვირის დაიჯესტი“  ბავშვების შვილად აყვანის მსურველებისთვის,  ტექნიკური დეტალების მოგვარების პირობა დადო.

„საზოგადოებაში გაჩენილ  უაღრესად  ჰუმანურ ინიციატიავას, რომ საქართველოში მივიღოთ და შვილად ავიყვანოთ სირიელი ბავშვები,  ფართო გამოხმაურება მოჰყვა . ინიციატივის ავტორი  უფლებდამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი  გახლდათ,  რომელსაც შემდეგ  საზოგადოების სხვადასხვა ფენაში მომხრეებიც გამოუჩდნენ, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.  „მედია კავშირ ობიექტივში“, ჩემს საავტორო გადაცემაში „ კვირის დაიჯესტი“, უფლებადამცველს თავად ჰქონდა საშუალება,  გასაუბრებოდა სირიის წარმომადგენელს,  ჟურნალისტ ჰაბიბ სალეხს და ტექნიკური დეტალების შესახებ ეკითხა.

ჰაბიბ სალეხი ასადის  სასტიკი  რეჟიმის გამო 21 წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ამჟამად იგი ემიგრაციაში  გერმანიაში,  ქალაქ ბერლინში იმყოფება.

სირიელმა  ჟურნალისტმა გადაცემაში განაცხადა , რომ  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ამ ბავშვების შვილად აყვანა,  ტექნიკურ დეტალებზე სასაუბროდ შეუძლია მას დაუკავშირდეს.

სირიელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილი თავად უფლებადამცველმა, მიშა კაჭკაჭიშვილმაც გამოთქვა.

– „თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ასურელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას, ვიშვილებ და საკუთარი შვილივით გავზრდი ჩემს ოთხ შვილთან ერთად..!!“. – აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვისაც სურს,  დაუკავშირდეს სირიელ ჟურნალისტს ასურელი ბავშვების შვილების  საკითხთან დაკავშირებით,  შეუძლია მომწეროს, ან ეწვიოს გადაცემის სოციალურ გვერდს გადაცემა ” კვირის დაიჯესტი ” რუსა გვაზავასთან ერთად “week Digest “.” — განაცხადა რუსა გვაზავამ.

იხ. გადაცემის ლინკი  https://www.youtube.com/watch?v=AwkW7h7yrW4&feature=youtu.be

წყარო : http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=28133 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close