კვირის დაიჯესტიპროექტები

მედია პორტალ “ჯეო დაიჯესტის “ პროექტი მედიაკავშირ “ობიექტივზე“

მედიაკავშირ “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში გავიდა მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან  დაიჯესტის “ პირველი გადაცემა “ კვირის დაიჯესტი“, რომლის წამყვანმა, ჟურნალისტმა რუსუდან გვაზავამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებსა და სიახლეებზე ისაუბრა, მათ შორის, სახელმწიფოს როლზე იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული აღსასრულის მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.

გამოიკვეთა აზრი, რომ, იური ვაზაგაშვილის საშინელი ბედი, სამწუხაროდ,  ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს, ხოლო პოლიტიკური რევანშისთვის ნიადაგი ნოყიერია.

რა თქმა უნდა, ბევრი ითქვა ახალი ხელისუფლების როლზე ე.წ. სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში, ჯანდაცვაში მიმდინარე სახალხო პროგრამებზე, რომლებმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ ლეიტმოტივად დარჩა ის აზრი, რომ წინა ხელისუფლების მეხოტბეებს ასპარეზზე აქტიურად გამოჩენისა და ახალი ხელისუფლების ძაგების საშუალება არ უნდა ეძლეოდეთ.

გადაცემაში მონაწილეთა საუბარმა ნათელყო, რომ, მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარეც,  ქვეყანაში  საგანგებო რეჟიმია. ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ, ირიბად რომ ვთქვათ, ახალი ხელისუფლება უმიზნო რეფორმებით უმიზეზოდ თავმომწონეობაში ამხილა და მოსახლეობისადმი მიცემული და პირებების შეუსრულებლობა ხელისუფლებაში გაბატონებულ სისტემურ კრიზისს დააბრალა.

გადაცემის დიდი დრო ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე მსჯელობასაც დაეთმო და ლარის დევალვაციაში კიდევ ერთხელ დადანაშაულდა საქართველოს ეროვნული ბანკი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა კადრების სწორად თუ არასწორად შერჩევას შეეხებოდა. დემურ გიორხელიძემ შენიშნა, რომ მთავრობა, სამწუხაროდ, თავის დროზე, “კვოტების დონეზე“ დაკომპლექტდა და სახელმწიფოებრივ რეფორმებს პროფესიონალები თუ არა გაატარებენ, ქვეყანას ქაოსი მოიცავსო.

პირველად ქართულ ტელესივრცეში, ისაუბრეს ქართული ბიზნესის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობებზე. ვინაიდან  “კავკასიური ბირჟა“ არ ფუნქციონირებს, კომპანია  „ ფორექსი’ დახმარებას აღუთქვამს ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს – ფიზიკურს თუ იურდიულს, მათ შორის, ბანკებსაც.

მაყურებელთა შეფასებიდან გამომდინარე, “ კვირის დაიჯესტმა“ შეძლო ყურადღება გაემახვილებინა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემის შინაარსი იყო აბსოლუტურად თავისუფალი, პოლიტიკური მარწუხებისგან შეუბოჭავი და გულახდილი. ჟურნალისტი სვამდა სხვადასხვა შინაასის შეკითხვებს და ახერხებდა, მოკლე და ამომწურავი პასუხები მიეღო რესპიდენტებისგან. ეს კი გადაცემაში მონაწილეთა ინტელექტიუალურ-ეთიკურ მხარეს უსვამს ხაზს.

ია ჯღარკავა

ჟურნალისტი

სპეციალურად საიტისთვის


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close