POSTS დაიჯესტი

ჩემი ადვოკატი, იაკო სირანაშვილი, მიყვარს…, თამაზ ელიზბარაშვილი

ცნობილი ბიზნესმენი , ცხოველთა უფლებების დამცველი  და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელი,თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან  მორიგ წერილს წერილს აქვეყნებს,ის აცხადებს , რომ გარე სამყაროსთან ურთიერთობა  მხოლოდ ადვოკატის საშუალებით აქვს .  მედია პორტალი “ჯეო დაიჯესტი” მას უცვლელად გთავაზობთ : 

 

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ გლდანის ციხის სამარტოვე საკნიდან გარე სამყაროსთან ურთიერთობა მაქვს მხოლოდ ადვოკატის საშუალებით. დღეს ასეთი ამბავი შემომიტანა ჩემმა ადვოკატმა, რომ თურმე ვინმე “სოლიდარობის სახლი” – იგივე თამილა გიენაშვილი (შეიძლება გვარი მეშლება) და ქეთევან-ლაშა მიქიაშვილი -ნაცვლიშვილი (ასეთი უცნაური სახელი და გვარი აქვს) ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩემი სახლის ჩხრეკისას 6 მილიონი ლარი ამოუღია მილიციასო. პირადად მე ჩემი სახლის ჩხრეკას ბოლომდე არ დამასწრეს, რადგან შუა ჩხრეკის დროს დამადეს ხელბორკილები და გადამიყვანეს თბილისის მილიციის სამმართველოს კაპეზეში, მე -14 საკანში.


ქალბატონების, თამილას და ქეთინო-ლაშას თქმით ჩემს სახლში ჩხრეკის დროს უპოვიათ 6 მილიონი ლარი, ეტყობა მე არ მახსოვდა ამ ფულის შესახებ, თორე ხო მყისიერად მოვთხოვდი მილიციას, თქვენ ხომ არ ურიკინებთ, 36 წელია წარმატებული ბიზნესმენი ვარ და ეგ ჩემი ფული სად მიგაქვთ-თქო? ხოდა ეხლა მივმართავ საქართველოს მთავარ მილიციელს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, ბატონო სულხან როგორც ქალბატონებისგან, თამილასა და ლაშა-ქეთინოსაგან გავიგე, ჩემი სახლიდან გაგიტაცებიათ 6 მილიონი ლარი, ისე რომ ჩემთვის არაფერი გითქვიათ და არც თანხის ამოღების ოქმი მოგიციათ. ეს რა ჩაგიდენიათ ბატონო სულხან?! მხედრიონის დრო დაბრუნდა საქართველოში? სასწრაფოდ დამიბრუნეთ ჩემი 6 მილიონი ლარი რაც თურმე როგორც თამილა და ლაშა-ქეთინო ამბობს, ჩემი სახლის სეიფიდან წაგიღიათ.
ვაი თქვენს პატრონს თამილა გიენაშვილო იგივე “სოლიდარობის სახლო” და ქოსა-მატყუარა ლაშა-ქეთინო ნაცვლიშვილ-მიქიაშვილო. ვინ დაგავალათ ჩემი “გაშავება”? ჩემი ცერა თითის ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირს თქვენი ტყუილებით და ბოღმით სავსე ბედკრული სიცოცხლე.


რაც შეეხება ჩემს ადვოკატს, იაკო სირანაშვილს, ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონია. ბავშვობიდან ვიცნობ და მიყვარს როგორც ჩემი მეგობარი. ვერავითარი წყენა ვერ შეცვლის ჩემი იაკოსადმი დამოკიდებულებას. მე ასე ადვილად არ ვკარგავ მეგობრებს.

თამაზ ელიზბარაშვილი. გლდანის ციხე .
სამარტოვე საკანი N53.
30.09.2026

 

მოამზადა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close