News დაიჯესტი

„ჟასმინი ძალიან მიყვარს“ — მიხეილ სააკაშვილმა ქალიშვილზე საჯაროდ ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელს გამოეხმაურა და მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას ქალიშვილი ძალიან უყვარს და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად ჟასმინთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა მის ფინანსურ მხარდაჭერაში ოჯახიც მონაწილეობს.

სააკაშვილის განცხადებით, დედამისი, გიული ალასანია, შვილიშვილს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარება, ხოლო 2022 წელს კიევის ცენტრში ბინაც აჩუქა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში ლიზა იასკოს მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. გავრცელებული ცნობებით, დავა ალიმენტსა და მშობლის უფლებებს უკავშირდება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close