ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

მიუსაფარ ძაღლებს სახლები დაუნგრიეს!

Facebook-ის მომხმარებლების აღშფოთება ქუჩის ძაღლებისთვის დადგმული სახლების დანგრევის ფაქტმა გამოიწვია. ინფორმაცია ძაღლების სახლების განადგურების შესახებ ასევე  ჯგუფში ”რუსთავის მიუსაფარლები”  დაწერეს.  

 

”რუსთავში მარკოს და მის კორეელ მეუღლეს ვინც იცნობთ კი იცით რა ოქრო ადამიანები არიან, ყოველდღიურად უამრავ ძაღლს კვებავენ რუსთავიდან ლილომდე. რამდენჯერმე დაჯავშნეს სახლში, ამერიკაში წასასვლელი ბილეთები და ყოველ ჯერზე გადაიფიქრეს, ამ ზამთარში მითუმეტეს ვერ დავტოვებთ საკვების გარეშეო. მარკომ რამოდენიმე ძაღლი დააბინავა ლილოს ბაზრობასთან არ მისული, სათამაშოების 2 დიდი მაღაზიის უკან, დაუდგა სახლები და ყოველდღიურად კვებავდა მათ. გუშინ როდესაც მიაკითხა საშინელი სურათი დახვდა, ყველა სახლი დამვტვრეული ეყარა მინდორში. ვაჟკაცების ნახელავია უდაოდ!  მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ გამყიდველს გაზაფხულზე უკბინაო ერთმა და ეს გახდა მიზეზი ყველა სახლის დამტვრევის! ძაღლები დაბნეულები და შეშინებულები დახვდნენ მარკოს. ამ ქვეყანაში როგორი კანონიც არ უნდა მიიღონ, ასეთ მუწუკებს მაინც არაფერი უშველით! იმედია ამ მაღაზიას საგრძნობლად შეუმცირდება კლიენტი!”

სოციალური ქსელის ერთერთმა  მომხმარებლელმა აღნიშნა, რომ მიუსაფარი ძაღლების სახლების განადგურება და მათი სიცივეში დატოვება ვანდალიზმია.

”ეს სახლები მათ ხელს უშლიდათ, აეღოთ და სხვა ადგილას გადაეტანათ, ან ეთქვათ მარკოსთვის, რომ წაეღო, მაგრამ რატომ დაანგრიეს. საწყალ ძაღლებს არავინ დაიცავსო… ”გმირები”.  ძაღლის სახლების დანგრევა დაუშვებელია, მითუმეტეს ზამთარში.  ცუგები სიცივეში როგორ დატოვეს”.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close