News დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

კოკო გამსახურდია, მთავარ არხს დათა თუთაშხიას ფრაზით მიმართავს!

       პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი,კონსტანტინე გამსხურდია (უმცროსი)მთავარი არხის ინფორმაციას ეხმიანება და არხს დათა თუთაშხიას ფრაზით; “ეშმაკობ მუშნი” მიმართავს!
     “როდესაც გავეცანი მთავარი არხის ინფორმაციას ესპანეთში ჩემი და ბატონი ლევან თაქთაქიშვილის ვიზიტის შესახებ, გამახსენდა “დათა თუთაშხიადან” ერთი ასეთი ფრაზა:
“ეშმაკობ მუშნი”.
აქ ისე გამოყავთ, თითქოს ჩვენ ესპანეთში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედით, რომ საკვირაო სკოლის ბავშვებს შევხვედროდით”, აღნიშნავს განცხადებაში, რომელიც კონსტანტინე გამსხურდიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი განცხადებით  ვიზიტი უპირველეს ყოვლისა უკავშირდება უაღრესად ფასეული წიგნების შეძენას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. (მე-16 საუკუნის გამოცემები) და დაგეგმილია შეხვედრა იქაურ ბიბლიოთეკაშიც.
   “სკოლაში კი ნამდვილად მივედით, აქაური საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად და უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ განცვიფრებას, მოწიწებას და აღტაცებას იმსახურებს ამ სკოლის ქართველ მასწავლებელთა თითქმის თავგანწირვამდე მისული ენთუზიაზმი და შრომა, რათა ემიგრირებული ქართული ოჯახების ბავშვებმა არ დაკარგონ ქართული ენა და კულტურა.
და ეს არამარტო აქ, მადრიდში, არამედ ყველგან, სადაც ასეთი სკოლები არსებობს. ჩვენ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანების უხმაურო, თავდადებულ მსახურებას, მათ პატრიოტიზმს”.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close