კვირის დაიჯესტიპროექტები

ჟურნალისტ რუსა გვაზავას ინიციატივა ასურელი ბავშვების შვილად აყვანასთან დაკავშირებით

საზოგადოებაში გაჩენილ უაღრესად ჰუმანურ ინიციატიავას, რომ საქართველოში მივიღოთ და შვილად ავიყვანოთ სირიელი ბავშვები, საკმაო გამოხმაურება მოჰყვა.

 

ინიციატივის ავტორი გახლადათ ცნობილი უფლებდამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელსაც შემდეგ მომხრეებიც გამოუჩდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მათ შორის ჟურნალისტებიც.

 

„მედია კავშირ ობიექტივში“, ჟურნალისტ რუსა გვაზავას საავტორო გადაცემაში „ კვირის დაიჯესტი“, უფლებადამცველს თავად ჰქონდა საშუალება, გასაუბრებოდა და ეკითხა სირიელ ჟურნალისტ ჰაბიბ სალეხისთვის, რომელიც მთელი 21 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო ასადის სასტიკი რეჟიმის მიერ. ამჟამად იგი ემიგრაციაში, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმყოფება.

 

სირიელმა ჟურანლისტმა გადაცემაში განაცხადა , რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ამ ბავშვების შვილად აყვანა, შეუძლია დაუკავშირდეს მას და ამ პროცესის ტექნიკური მხარეები ერთად განიხილონ. თავად უფლებადამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა კი განაცხადა:

 

“თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ასურელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას, ვიშვილებ და საკუთარი შვილივით გავზრდი ჩემს ოთხ შვილთან ერთად“.

 

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვისაც სურს დაუკავშირდეს სირიელ ჟურნალისტს ასურელი ბავშვების შვილების საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს ჟურნალისტ, რუსა გვაზავას, ან ეწვიოს გადაცემის სოციალურ გვერდს: გადაცემა ” კვირის დაიჯესტი ” რუსა გვაზავასთან ერთად “week Digest “.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close