News დაიჯესტი

“გაღებულ მადლზე საუბარი საჯაროდ არ სურს” -ვინ არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც კუთვნილი მობილური აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის ვაჟს აჩუქა

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსსენაკის საარჩვევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ილია ახალაიამ  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სენაკელი  სამხედრო გმირის, თემურ ბოკუჩავას ვაჟს კუთვნილი მობილური ტელეფონი აჩუქა.

ინფორმაციას ამის შესახებ  სოციალურ ქსელში გარდაცვლილი კაპრალის  მეუღლე, მაია ცეცხლაძებოკუჩავა თავად  ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ და ათასჯერ მადლობა, 8 აგვისტომდე ალექსისთვის უცნობ და ეხლა უკვე უფროს მეგობარს #ილიაახალაიას….. ბედნიერი ალექსი კი – ,,მადლობა ბატონო ილია, ძალიან გამახარეთ…“.

ფაქტს, ასევე,  სოციალურ ქსელში,  ერთ-ერთი მომხარებელი ეხმაურება და წერს:

“ამ ამბის თხრობა 8 აგვისტოსვე გადავწყვიტე, მაგრამ, ამ ისტორიის გმირს შევატყვე, რომ მის მიერ გაღებულ მადლზე საუბარი საჯაროდ არ სურს…
ამ საღამოს, სოციალურ ქსელში, ჩვენი დროის გმირის, თემურ ბოკუჩავას ვაჟის, ყველასათვის საყვარელი ალექსის ფოტოს წავაწყდი – უბედნიერესი, გაცისკროვნებული მზერით, ხელში – iphone XR – ით, ფოტოზე – წარწერით:,, გმადლობთ, ბატონო ილია, ძალიან გამახარეთ”… და… გადავწყვიტე, საჯაროდ, ყველას გასაგონად მეთქვა, რომ ალექსის ბედნიერების, მისთვის უსაზღვრო სიხარულის მიმნიჭებელი, ახალგაზრდა კაცია, რომელმაც 2020 წლის 8აგვისტოს, ხსოვნის მემორიალთან, გმირის ვაჟი პირველად ნახა და გაიცნო.
როცა ალექსიმ, მისთვის ჩვეული, ბავშვური გულწრფელობით მოიწონა ილიას მობილური, რეაქციამ არ დააყოვნა. ,,,მოგწონს, ალექსი? ჩათვალე, რომ მობილური შენია…”
ვუმზერდი უბედნიერეს ალექსის, რომელსაც თვალებში სიხარულის ცრემლები უკიაფებდა და ვისურვე, რომ ჩვენს ქალაქს, უფალმა უმრავლოს ასეთი ღვთისნიერი, გულკეთილი, სულგრძელი, თავმდაბალი, გულნათელი ადამიანები…
აქვე, არ შემიძლია, არ გავიხსენო ბოკუჩავების ოჯახის ტრაგედია, რომელიც მთელი ქვეყნის ტკივილად იქცა…
2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, თემურ ბოკუჩავამ, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან, დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და შვილს მიმიხედეო…
სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.
ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში, ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, ალექსი 12 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს…
დაე, ყველა ოცნება ისევე აუსრულდეს ჩვენს პოზიტიურ ბიჭს, როგორც ეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, მისთვის სრულიად უცნობმა პიროვნებამ აუსრულა…”.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close