ძაბვის ვარდნის გამო, თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

ძაბვის ვარდნის გამო, თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, – ამის შესახებ  ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის  ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14:35 საათიდან, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა მეტროს პირველ ხაზზეც და მატარებლები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ დიდუბის მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.

„შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close