პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა

გიორგი გახარიამ ბათუმში პარტიის რეგიონული ოფისი გახსნა. ყოფილმა პრემიერმა აჭარის ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს და “ქართული ოცნების” ყოფილ წევრს ირაკლი მიქელაძეს ჩააბარა. ოფისთან პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

ექს-პრემიერმა ასევე დააანონსა, რომ უახლოეს მომავალშ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კონკრეტულ კანდიდატებს დაასახელებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება შემდგომი წლების განმავლობაში განისაზღვრება თბილისის, ბათუმის და სხვა ქალაქების წარმატებით, ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ეს ნაბიჯი. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, როგორიც არის განვითარება მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატია, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდირებას და უსაფრთხოება, რომლის ცენტრალური პრობლემა და საკითხი გახლავთ ქვეყნის დეოკუპაცია და დებორდერიზაცია. ეს დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩათვალეთ, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით პარტიის რეგიონალური ოფისების მშენებლობის თვალსაზრისით,” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია აჭარაში რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან- კონსტანტინე ანანიაშვილთან ერთად იმყოფება.

წყარო: “რუსთავი 2”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close