News დაიჯესტი

“მაქვს ეჭვი, რომ აქ დიდი ოდენობით თანხების გათეთრება ხდება” – ბათუმოს მერობის კანდიდატი

“მაქვს ეჭვი, რომ აქ დიდი ოდენობით თანხების გათეთრება ხდება”,- ამის შესახებ ბათუმის მერობის კანდიდატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ შეიძლება წელიწადში ქალაქის ცენტრალური ქუჩები სამჯერ-ოთხჯერ გადათხარონ გაუგებარი მიზეზებით და ამით პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას! ყველა ტენდერით დავინტერესდებით უკვე ამ ეტაპიდან და გადათხრის თითოეულ შემთხვევას დეტალურად შევისწავლით! მაქვს ეჭვი რომ აქ დიდი ოდენობით თანხების გათეთრება ხდება და ცხვირ-პირში ამოგდინდებათ ხალხის თითოეული თეთრი!! არანაირ დანდობას არავინ არ ელოდოს! ყველა მფლანგველს და ბიუჯეტის ქურდს საკადრისი პასუხი გაეცემა! არჩილ ჩიქოვანს ყოველ შემთხვევაში ვურჩევდი ” ჩემოდანი” მზად ჰქონდეს მის ამფსონებთან ერთად.. !! უმკაცრესად მოგეკითხებათ ყველას!!”,-წერს შავაძე სოციალურ ქსელში.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close