News დაიჯესტი

ბათუმის მომავალი მერი მოქმედს და მის გუნდს აფრთხილებს

“მე არ ვიქნები ის მერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კვირეებით ადრე ვინმე კაბინეტში ბავშვივით ატუზავს და გადადგომას მოთხოვს! ამის იმედად ნუღარავინ იქნება! ჩვენ დავეჩვიეთ ხალხისა და მათი არჩევანის, მათი ნების გამოხატულების ფეხ-ქვეშ გათელვას! ეს ასე აღარ იქნება!! ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მხოლოდ ხალხის მსახური და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი უნდა იყოს ! ჩვენ დავუბრუნებთ ბათუმს მოპარულ მილიონებს! ხოლო ჩემს ბათუმელებს კი ღირსეულ ბათუმელობას! ყველას სახლებში მოგაკითხავთ და ხალხის ნაოფლარს არავის შეგარჩენთ! მუნიციპალიტეტის სისტემაში ვერ იმუშავებს ჩემი მერობის პერიოდში ვერცერთი უწიგნური, გამოუცდელი და საზოგადოებასთან კონფლიქტში მყოფი , საზოგადოებისათვის მიუღებელი პირი! ყველა ვიცე-მერი და სამსახურების ხელმძღვანელები მხოლოდ ხალხთან შეთანხმებით და სამართლიანი საჯარო კონკურსების შედეგად დაინიშნებიან! ბათუმი იწყებს უპრეცედენტო მმართველობას ხალხისათვის!”,- წერს ბათუმის მერობის კანდიდატი, პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close