ALL დაიჯესტიბექას ბლოგი

უნიჭიერესი ლუკა თოდუა!!!

მასტერშეფის ახალი სეზონი გრანდიოზულად დაიწყო! თუმცა ეს გასაკვირი საერთოდ არაა! მასტერშეფი ხომ ის შოუა რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა! საქართველოს ტელე თუ ონლაინ სივრცეში! ამ სეზონში ახალი მონაწილეები გამოჩდნენ, თუმცა ერთი მონაწილე საკმაოდ ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენთვის… ლუკა თოდუა… ახალგაზრდა შოუს წინა სეზონში იღებდა მონაწილეობას თუმცა არ გაუმართლა და საფინალო თორმეტეულში ვერ მოხვდა… მაშინ მეგონა რომ ლუკა არაფრით გამორჩეული ბიჭი იყო… ახლა ვხვდები რომ ძალიან ვცდებოდი!!! რას ვიფიქრებდი რომ ლუკა თავდაუზოგავად იშრომებდა და რევანშისთის მოემზადებოდა! ამ სეზონში ლუკამ არნახული ამბები ჩაატარა! ფინალურ თორმეტეულშიც მოხვდა და პირველივე გადაცემაში იმუნიტეტი მოიპოვა! სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა იყო! ეს ჩვეულებრივი გამარჯვებაა. ახალგაზრდა ლუკა ყველას გვიმტკიცებს რომ თუ ვიშრომებთ და მოვინდომებთ ყველაფერი გამოგვივა! რათქმაუნდა ლუკა ჩემი ერთადერთი ფავორიტია. მესმის რომ უხერხულია როცა ჟურნალისტი ხმამაღლა ასახელებს თავის ფავორიტს ან ასეთ სტატიას მიუძღვნის მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა სხვისი აზრი ნაკლებად დამაინტერესებს! ლუკას გამოჩენით შოუ გაცილებით მაღალ ეტაპზე გადავიდა… მე მჯერა ლუკას წარმატების და მისი შრომის! ლუკა გილოცავ და მალე საქართველოს მასტერშეფობა მომელოცოს შენთვის!


Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close