News დაიჯესტი

დავთ ღვინიანიძე მორიგი სოლო კონცერტისთვის ემზადება

მსოფლიო დონის ოპერის მომღერალი , რომელსაც ქართველ კარუზოს უწოდებენ , ბარიტონი დავით ღვინიანიძე, ამერიკაში რამდენიმე წელია წღმატებით მოღვაწეობს .

2018 წელს მან ფილადელფიაში გახსნა დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურული ცენტრი,  დღეისთვის ეს  ერთ -ერთი განსაკუთრებული ადგილია სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები და ცნობილი სახეები იყრიან თავს.

ყველაზე მთავარი კი ის ფაქტია, რომ თითოეული კონცერტი საქველმოქმედოა და ამ მიმათულებითაც დავით ღვინიანიძეს იცნობენ როგორც მეცენატს .

სულ ახლახან ფონდმა 12 უნიჭიერესს ახალგაზრდა მუსიკოსს უმასპინძლა საქართველოდან , ფონდის დაფინანსებით რამდენიმე დღიანი საკონცერტო პროგრამა რამდენიმე ქალაქში წარმატებით ჩატარდა . ,, გზა კარნეგი ჰოლისკენ ” ამ პროექტით დავით ღვინიანიძე მომავალშიც გეგმავს საქართველოდან ჩამოიყვანოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები და  გზა გაუხსნას  მათ მსოფლიო სცენებზე .

ასევე დავით ღვინიანიძემ დაარსა მშობლიურ ქალაქ ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი , სადაც მსოფლიო საოპერო ხელოვანებმა მოიყარეს თავი , ფესტივალზე მუშაობა წელსაც გრძელდება .

მას არასდროს არ უყვარს საკუთარ ჯილდოებზე საუბარი , ამბობს რომ მის წარმატებებზე ხალხმა თავად უნდა ისაუბროს , მეცნიერებისა და ექიმების ოჯაცში გაზრდილმა ხელოვანმა გზა დიდ სცენებზე დამოუკიდებლად გაიკვალა , მას შემდეგ რაც საქართველოში უთხრეს , რომ ის მომღერალი ვერ დადგებოდა .

რამდენიმე უნივერსიტეტიც დამთავრა . პროფესორის ტიტულიც მიენიჭა მაგრამ ოპერა მისი მთავარი გზავნილი იყო , ცხოვრების გზავნილი , რომელთანაც დამეგობრება ყველაზე ბედნიერს გახდიდა .

ასეც მოხდა , ახლა დიდი ბარიტონი მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე დგას და ბევრ ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდასაც ყავარჯნობს უანგაროდ , მათ შორის გახლავთ ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც კარნეგი ჰოლის მაყურებელი ფეხზე წამოუდგა , ამ ორ უნიჭიერეს ქართველს მსოფლიო დედაქალაქში ბევრი ცნობილი შოუს პროდიუსერი ეხმიანება და ჩვენი მკითხველი მალე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობს , მანამდე კი დავით ღვინიანიძის მორიგი სოლო კონცერტი 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი , ქართველ ბარიტონს ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close