News დაიჯესტი

ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლს ეხმარება

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ დან კიევში , კიევიდან ყაზახეთში მიიწვიეს , ყველა მისი გამოსვლა , ნებისმიერი ქვეყნის სცენაზე მაყურებლის აღფრთოვანებითა და კონცერტები ანშლაგით მთავრდება .

მიწვევები მსოფლიოდან კი გრძელდება . გულშემატკივრები მას დიდი სიყვარულით ყველგან ელიან , თუმცა ყველაზე დიდი სიყვარულით აქ დახვდნენ სადაც ის ყველა კონცერტის შემდეგ ოჯახთან ერთად მიდის .

ალექსანდრეს დედა პატარა ვირტუოზსს ყველა სურვილის შესრილებაში გვერდში უდგას , მან იცის რა აბედნიერებს პატარებს და ალექსანდესთან ერთად ცდილობს მათ გახარებას , ის მთავარი მრჩეველია მისთვის .

დედა – შვილის მთავარი გზავნილი სიყვარულია . გულომ უზარმაზარი ტორტი შეუკვეთა ბავშვთა სახლისთვის სადაც ყველა პატარას სახელი ეწერა . დედამ თავად იზრუნა საჩუქრების არჩევაში , როგორც ამბობს მან უკეთ იცის გოგოებსაც და ბიჭებსაც რა უფრო გაახარებდათ .

ალექსანდე ამბობს რომ ამ ოჯახურ ტრადიციას არასდროდ დაარღვევს . ,, ამერიკაში ემიგრანტი ქართველების მიერ ნაჩუქარი საჩუქრები ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს გავუნაწილე ცოტაც შევმატე 16 ბავშვი გავახარე.

დედამიწაზე ასეთი უამრავი ბავშვია , მინდა ყველას ვუთხრა რომ სამტაროა ჩვენი დიდი სახლი , არაუშავს თუ ერთად ვერ ვახერხებთ ყოფნას , ჩემი მცირედი საჩუქრებით მე მათ ვეუბები რომ ამ ბავშვების ძმაც ვარ და ყოველთვის ერთად ვიქნებით სადაც არ უნდა ვიყო , როგორც მე დამეხმარნენ მეც ასევე დავეხმარები მათ , ეს ძალიან მცირედია მაგრამ მე უნდა მენახა ისინი ” .

როგორც პატარა ვირტუოზი ამბობს ყოველი ჰონორარიდან მათ გულებს ყოველთვის გაახარებს . შეგახსენებთ , ალექსანდრემ რამდენიმე წლის წინ მშობლებს თხოვა ოთხი და – ძმა ეშვილებინათ და დღეს ისინი მათ ოჯახში იზრდებიან , ხშირად ალექსანდრე კონკურსებსაც უტარებს მათ და სახელდახელოდ დაბეჭდილ დიპლომებს ურიგებს , რადან როგორც თავად ამბობს , მისი გამარჯვების სიხარული უნდა მათაც განაცდევინოს . მისი სახლში დაბრუნება კი ცალკე ზეიმია როგორც ოჯახისთვის ასევე იმ კუთხისთვის სადაც ალექსანდრეს დიდი სიყვარულით ხვდებიან .


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close