POSTS დაიჯესტი

“რატომ უნდა წუწუნებდეს საბჭოთა “პრაპისკების” სნობიზმში ჩაჭედილი “თფილისი” რომ “სოფელმა შეგვჭამა”?” – პაატა ქურდაძე

ვინმეს შეუძლია ამიხსნას რა ლოგიკაა თბილისელი პენსიონერებისათვის 50, 100 …200 ლარის მომატებაში?ან ათასობით ლარის ვაუჩერების დარიგებაში?
როგორც ვიცი თბილისი სულაც არ არის ეკონომიურად თვითკმარი ქალაქი, მისი 900 მილიონიანი ბიუჯეტი ისევე ფინანსდება ქვეყნის ბიუჯეტიდან, როგორც მაგალითად ხაშურის ან კასპის. ქვეყნის ბიუჯეტი კი ისევე ეკუთვნის ამ ქალაქების მაცხოვრებლებს როგორც თბილისელებს.. და თუ ეს ასეა, რატომ უნდა დააფინანსოს კასპელმა ბებიამ და ბაბუამ თბლისელი ბებია და ბაბუა…ან მარნეულელმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებმა ბავშვმა თავისი თბილისელი ასევე სოციალურად დეფავორიზებული თანატოლი თანხით, რომელიც თბილისელი პარაზიტი ჩინოვნიკების განკულაკებით გამონთავისუფლდება?
საინტერესოა, რატომ არ უნდა მოუნდეს თბილისში გადმოსახლება პროვინციელს, რომელმაც იცის, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებს ბევრად უკეთესი და რაც მთავარია – დაკანონებული სოციალური პირობები აქვთ ვიდრე მათ?.. რომ სახელმწიფო დედაქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს?
და ბოლოს – ამ მეტროპოლიურ-პოპულისტური დისკრიმინაციული პრივილეგიების გათვალისწინებით, რატომ უნდა წუწუნებდეს საკუთარ, საბჭოთა “პრაპისკების” საბრალო სნობიზმში ჩაჭედილი “თფილისი” რომ “სოფელმა შეგვჭამა”?

პაატა ქურდაძე

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close