News დაიჯესტი

”მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს”

თბილისში ცენტრალური აზიის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ. საერთაშორისოენერგეიკული კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა.

ენერგეტიკული კონფერენცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, NARUC-ის წარმომადგენელი იულია ბაგიროვა და “Power Central Asia”-ს წარმომადგენელი ემილია ტერენტოვა.

„მარეგულირებელ კომისიას, USAID-სა და NARUC-თან თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ და ვიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, ღირებულ ინფორმაციას რეგიონული პროგრამებიდან, აქტუალური კონფერენციებიდან და ორმხრივი შეხვედრებიდან. დღეს უკვე მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახლა გადიან იმ ეტაპებს, რაც კომისიამ 25 წლის განმავლობაში გაიარა. არაერთი პროექტია, რომლითაც მარეგულირებელი კომისია გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს შორის, აქედან გამომდინარე გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ USAID/NARUC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში“, –  განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ბუხნიკაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია კომისიის სტრუქტურის, საქმიანობისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ნინო ბუხნიკაშვილმა ისაუბრა სემეკის სტატუსის და ფუნქციის, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, გაამახვილა ყურადღება კომისიის აქტიურ როლზე ენერგეტიკულ და წყალმომარაგების საერთაშორისო ორგანიზაციებში.

როგორც. სემეკი-ს პრეს-ცენტრი იუწყება (https://gnerc.org), 26-30 სექტემბერს თბილისში USAID/NARUC-ის ორგანიზებით შეხვედრები იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური აზიის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები შეხვედრების მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ენერგეტიკის სექტორში რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, საფინანსო, ლოჯისტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, ისაუბრებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და „მედია კლუბის“  პროექტზე, რომელიც წარმოადგენს USAID/NARUC-ის პროგრამის ფარგლებში გაზიარებულ საუკეთესო პრაქტიკას.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close