News დაიჯესტი

“დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია – დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია” – რუსეთის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა გახ­სნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

  • “დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ჩა­ი­დი­ნეს. დამ­ნა­შა­ვე არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლია ვოვ­კი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1979 წელს”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ვოვ­კი 12 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში 23 ივ­ლისს ჩა­ვი­და, იქი­რა­ვა ბინა სახ­ლში, სა­დაც დუ­გი­ნა ცხოვ­რობ­და, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით.

ჟურ­ნა­ლისტზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად დამ­ნა­შა­ვემ “მინი კუ­პე­რი“ გა­მო­ი­ყე­ნა.

ამას­თან, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბის დღეს ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ და მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც დუ­გი­ნა სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყო მიწ­ვე­უ­ლი.

 

“21 აგ­ვის­ტოს, დუ­გი­ნის მიერ მარ­თუ­ლი Toyota Land Cruiser Prado მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი პს­კო­ვის რე­გი­ო­ნის გავ­ლით გა­ემ­გზავრნენ ეს­ტო­ნეთ­ში“, – დას­ძი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს გა­და­ე­ცა.

ჟურ­ნა­ლის­ტი და­რია დუ­გი­ნა 20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს და­ი­ღუ­პა. ის მარ­თავ­და მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც აფეთ­ქდა მოს­კო­ვის ოლ­ქში, ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ონ­ში, მოჟა­ის­კის გზატ­კე­ცილ­ზე. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close