News დაიჯესტი

ნიკა მელია: თითოეული ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო!

თითოეული ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება, – წერს მელია.

“დღეს, კაცმა ქალი გაგუდა. გუშინ იპოვეს ყელგამოჭრილი ქალი, 12 აგვისტოს – ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი!

ერთ კვირაში ხდება ყველა ეს შემზარავი მკვლელობა!

ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ და მათ არ იცავს არავინ – არც სახელმწიფო, არც პოლიცია!

ან ვის სცალია მათ დასაცავად, როცა მათ ამხელა საზრუნავი აქვთ – მხოლოდ ივანიშვილის დაცვით არიან დაკავებული, იცავენ ყველასგან – ჩვენგან თუ ნიავისგან რომ ემანდ ცივად არ დაუბეროს.

ამასობაში კი შემთხვევები თითქმის ნორმად იქცა.

სახელმწიფოს ამ მხრივაც დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია. ასე რომ, თითოეული ამ ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება! დიახ, ავლევში, იმ ქალს, იმ ნაძირალა კაცთან ერთად სახელმწიფო გუდავდა! დიახ, იმ ვალეში ნაპოვნ ქალს – მკვლელთან ერთად სახელმწიფო სჭრიდა ყელს და ოზურგეთშიც იმ ქალს, ყოფილ ქმართან ერთად სახელმწიფო კლავდა თავისი დანაშაულებრივი, სისტემური უმოქმედობით!, – წერს მელია.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close