25 თებერვალს,წარმოგიდგენთ პრემიერას სპექტაკლის „მარო მაყაშვილის დღიური” – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

25 თებერვალს,წარმოგიდგენთ პრემიერას სპექტაკლის „მარო მაყაშვილის დღიური”

25 თებერვალს, 19 საათზე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ პრემიერას სპექტაკლის „მარო მაყაშვილის დღიური”.

მარო მაყაშვილის დღიურების სცენური ადაპტაცია სპექტაკლის რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის. მხატვრობა ლომგულ მურუსიძეს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამარ გოგიძე, თინათინ კობალაძე, მაკა გელაძე, დალი დოიჯაშვილი, მადონა ტეხური, ანა ხურციძე.

სპექტაკლის პრემიერა გაიმართება ონლაინ, დისტანციურად და პირდაპირ ეთერში გადაიცემა თეატრის Facebook გვერდზე ლაივ სტრიმის საშუალებით

https://www.facebook.com/tskhinvalis.teatri

https://www.facebook.com/machabelitheatre

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო.“

(მარო მაყაშვილის ბოლო წერილი მამას ფრონტიდან.)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით, რეჟისორს გოჩა კაპანაძეს 599 903 151.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close