პოლიტიკა

ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი მოსახლოებასთან შეხვედრებს განაგრძობს

ამჯერად, “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი, დავით გოგუა საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ჩხოროწყუში, ლეწურწუმესა და ზუმში მოსახლეობას შეხვდა.
“ქალაქსა და სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ის პანდემიის პერიოდშიც არ შეგვიჩერებია. მნიშვნელოვანია,რომ ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი.
ჩვენი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვა, მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ახალგაზრდების ხელშეწყობა, ქალაქსა და ყველა სოფელში გამართული ინფრასტრუქტურაა.
ვგრძნობთ მოსახლეობის მხარდაჭერასა და ნდობას. მათი მხარდაჭერით, გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და გუნდთან ერთად, დარწმუნებული ვარ უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ”,- განაცხადა გოგუამ.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close