” მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც  თავდაუზოგავად შრომობს დღე და ღამე,   რომ საზოგადოებამ მივიღოთ ობიექტური, რეალური ინფორმაცია” – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

” მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც  თავდაუზოგავად შრომობს დღე და ღამე,   რომ საზოგადოებამ მივიღოთ ობიექტური, რეალური ინფორმაცია”

“დიახ, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც  თავდაუზოგავად შრომობს დღე და ღამე,   რომ საზოგადოებამ მივიღოთ ობიექტური, რეალური ინფორმაცია.  რა თქმა უნდა,  მიუღებელია ჩემთვისაც, როცა ხდება არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, მოვლენის გაზვიადება, მიკერძოება და ა.შ. მაგრამ ეს ცალკეული მედიასაშუალების პრობლემაა, ჩვენი გვაქვს პულტი და არჩევანი, რომ მივიღოთ ინფორმაცია იმისგან, ვისიც გვჯერა.

წარმოგიდგენიათ მიკერძოებული პროკურატურის, სასამართლოს, პოლიციის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირობებში, თუ არ გვეყოლებოდა თავდაუზოგავად მშრომელი ჟურნალისტები ადამიანები, მეგობრები, მოქალაქეები შეიძლება ისე ჩაიაროს მოვლენებმა, რომ ვერაფერი გავიგოთ. არარის მარტივი მეგობრებო და თანამოქალაქეებო, დღის განმავლობაში იყო ყველა მოვლენის ადგილზე, იდგე ხშირად შეურაცხყოფის ფასად, დამიჯერეთ , ეს ძალიან რთული პროცესია. საზოგადოებას არ ვახვევ ჩემს შეფასებას, და არც საზოგადოების სახელით ვსაუბრობ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეფასებაა ეს და მგონია, რომ ეს მიდგომაა სწორი”,- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გობაძე.

 

 


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close