თავდამსხმელი არაფხიზელია და მის მოთხოვნებს თითქმის მთელი ქვეყანა ეთანხმება ! – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

თავდამსხმელი არაფხიზელია და მის მოთხოვნებს თითქმის მთელი ქვეყანა ეთანხმება !

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. როგორც გაირკვა, ის ვინმე ლევან ზურაბაშვილია.

ცოტა ხნის წინ, მიკორსაფინანსო ორგანიზაციიდან გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, სოცილაურ ქსელში და როგორც ჩანს , მის მოთხოვნებს ყველა  ეთანხმება !

“ჩემი მოთხოვნა არის ესეთი:

შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი, პოლიტიკოსი, მიიღონ 3 კანონი:

  1. აიკრძალოს საქართველოს მაშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები.

2. ბანკებს მიეცეს მხოლოდ 7 პროცენტი წლიურის დაწესების უფლება, აღარ შეგვიძლია, დავიღალეთ… ვისაც უკვე აქვს სესხი აღებული, გადაუტანონ 7 პროცენტში წლიურად… ცოტა ჯიბიდან ამოიღეთ… ხალხი უმუშევარი დარჩა და ბანკებმა შეჭამეს, დააცადეთ, პანდემიის გადავლამდე მაინც დააცადეთ, ხალხს ფული არა აქვს და მომე, ფული, მომეო, სად ჩემი @@იდან მოგცეს, არა აქვს.

3. წამლები, უმეტესად მოხუცებს სჭირდებათ წამლები, აძლევ პენსიას 250 ლარს, ეუბნები, წინასწარ აიღე სესხიო, რა პენსიაც რჩებათ, იმითი წამლები უნდა იყიდოს და ვერ ყიდულობენ. მაქსიმუმ მიეცით აფთიაქებს წამლებიდან 10 პროცენტის მოგების უფლება და მორჩა.

პარლამენტარებმა და პოლიტიკოსებმა დამალულად და ჩუმად ღილაკზე ხელის დაჭერით კი არა, ადგნენ და ღიად თქვან, ამ მოთხოვნებს ვეთანხმები, ან არ ვეთანხმები და ხალხი დაინახავს, ხვალ ვინ უნდა აირჩიოს.

ვინც თვლით, რომ ეს პრობლემები არც თქვენ გეხებათ, არც თქვენ დას, არც თქვენ ძმას – იყავით სახლშიო, იჯექით სახლში თქვენთვის, დაიკიდეთ, ვისაც გეხებათ და გული შეგტკივათ საქართველოზე და მართლმადიდებლები ხართ, გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა.

მოიპოვე მაგარი მანდატი, “გულაობ” და მაგარ “ვიდზე” ხარ, გაუკეთე იმ ხალხს, რაც შეპირდი, ცოდო არ არის? იმათ მოგიყვანეს!”

თავდამსხმელს მძევლებიდან ერთი სთხოვს, ბანკის წლიური პროცენტი კიდევ უფრო შეამციროს, 7 ბევრია, რაზეც პასუხობს – ეგ მერე შენ მოითხოვე!

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close