ALL დაიჯესტი

თურქეთში 1 ცხვარი ხრამში გადახტა, 79 კი უკან მიჰყვა

თურქეთში, ქალაქ მურადიეს მახლობლად, ცხვრებმა მასობრივი თვითმკვლელობა მოაწყვეს. ერთ-ერთი ცხვარი ხრამში გადახტა, მას კი დანარჩენი 79 ცხვარიც მიჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milliyet ავრცელებს.

როგორც ცხვრის ფარის მწყემსი ამბობს, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ მან ვერ მოასწრო რამის გაკეთება.

“როდესაც ერთი გადახტა, დანარჩენებმაც დაიწყეს მიბაძვა და გაჰყვნენ უკან, ვეცადე, რომ გზა გადამეღობა რამდენიმესთვის მაინც, მაგრამ ვერ შევძელი”, – ამბობს მწყემსი.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close