News დაიჯესტი

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობეს.

„ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. სუს-ი მუშაობს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close