ALL დაიჯესტი

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, იუწყება “რუსთავი 2” .

“კურიერის” ინფორმაციით, ე.წ. შანხაის უბანში ნაპოვნია ცხედარი.

ამ წუთებში ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით ,არსებობს ორი ვერსია. ერთის თანახმად, გარდაცვლილ მამაკაცი იყო ხანდაზმული და უსახლკარო, ხოლო მეორე ვერსიით, ადგილობრივების ცნობით, შუა ხნის მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლეს.

მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული,ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close