POSTS დაიჯესტი

“თითოეული ქართველის და თითოეული მოქალაქის ვალია დაიცვას ქართული მიწა”

დღეს თითოეული ქართველის და თითოეული მოქალაქის ვალია დაიცვას ქართული მიწა,
რომელიც ჩვენმა წინაპარმა სისხლით შეგვინარჩუნა. ბოლომდ იბრძოლა, რომ ჩვენამდე მოეტანა
ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც დღეს ასე უპრაგონოდ ყიდიან და ასხვისებენ(რომელ
ხელისუფლებასაც მოეპრიანება) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენს მთავარ ამოცანას და
მისწრაფებას ქვეყნის ტერიროტიული მთლიანობის აღდგენა უნდა წამოადგენდეს, რომლის
ფორმულირება უნდა მოხდეს კონსტიტუციაში. ასევე კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ
ქართული მიწა არ გაიყიდოს, რადგან საქართველო თავისი ტერიტორიებით, თავისი მიწებით
ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და თუ დღეს ამ ყველაფერს დავკარგავთ, ხვალ
დასაცავიც აღარაფერი გვექნება.
ახალი ქრისტინ-დემოკრატები
პრესმდივანი 

წყარო: ნიტა სიხარულიძე


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close