POSTS დაიჯესტი

დღეს ჟურნალისტი, კოტე ინაშვილი, 51 -წლის გახდებოდა

თვითონ ყოფილმა პატიმარმა (2010-2012 წლებში) ათასობით პატიმარს აჩუქა უნიკალური, გაბედული ტელეპროექტი

დღეს ჟურნალისტი, კოტე ინაშვილი, 51 -წლის გახდებოდა. კოტე ინაშვილი, 2021 -წელს ავტოავარიაში დაიღუპა. ირმა ინაშვილი გარდაცვლილ  ძმას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის:

“მხიარული, იუმორით სავსე, ძალიან ნიჭიერი, ადამიანთა მოყვარული და გულშემატკივარი. წერდა-საოცრად! როგორც ჟურნალისტმა, იბრძოლა პატიოსნად და იბრძოლა ყველგან! გამოიარა აფხაზეთის ომიც, ჭუბერიც და სხვა ქარტეხილებიც. ყველაზე მძიმე პერიოდში ბუჩქებში არ მჯდარა. თვითონ ყოფილმა პატიმარმა (2010-2012 წლებში) ათასობით პატიმარს აჩუქა იმ დროისათვის უნიკალური, გაბედული ტელეპროექტი- პირდაპირ ეთერში ისმოდა პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ხმა. წითელი ბარათების აქცია მისი მოფიქრებულია. წითელი ბარათი გადაცემაში კოჰაბიტაციის ორგანიზატორებს აუწია!
ახლა თავისუფლად ვწერ მასზე, გაეხარდებოდა… არასდროს მაქებო, – გული წყდებოდა.
ჩემი კოტე- 51 ❤️“,-წერს, ირმა ინაშვილი. 

 

პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი 

ფესიბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close