კატეგორიის გარეშე

102 წლის მამაკაცმა 94 წლის ქალი გააუპატიურა

სიდნეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მოხუცებულთა სახლის ბინადარს, 102 წლის მამაკაცს 94 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად, იუწყება „Sputnik ყაზახეთი” The Sidney Morning Herald-ზე დაყრდნობით.

ინციდენტის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 23 ოქტომბერს მოხდა. სწორედ ამ დღეს გამოიძახეს პოლიცია მოხუცებულთა სახლში. ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შეწუხებული არიან მომხდარი ფაქტის გამო და ბოდიშს უხდიან დაზარალებული ქალის ოჯახს.

„ჩვენი ბინადრების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და როგორც კი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, მყისვე შევატყობინეთ როგორც პოლიციას, ისე ჯანდაცვის სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ეჭვმიტანილს დამამძიმებელ გარემოებაში უხამს თავდასხმაში ედება ბრალი. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი, სასამართლო სხდომამდე, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. მას 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი 20 ნოემბერსაა ჩანიშნული.

sputnik-georgia

Show More

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close