ALL დაიჯესტიბლიც ინტერვიუ

მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო მხოლოდ დასაწყისია,რობერტ კობლიაშვილი(ბლიც-ინტერვიუ)

რობერტ რამდენი წლის ხარ ?

23 წლის,  2დღეში უკვე  24 წლის. (რობერტ კობლიაშვილი  — ქართველი მოჭიდავე, რომელიც ასპარეზობს ბერძნულ-რომაულ სახეობაში .დაიბადა  6 დეკემბერი1993 წ.)

რომელი წლიდან ხართ  ჩართული სპორტში ?

2004 წლიდან.

ანუ რომელი ასაკიდან დაიწყეთ ვარჯიში ?

11 წლიდან .

მიღწვები დღევანდლამდე ?

პირველად ნაკრებში მოვხვდი 2010 წელს, ჭაბუკთა შორის, სადაც დავიკავე მესამე ადგილი, 2011 წელს გავხდი ახალგაზრდებში საქართველოს  ჩემპიონი.  2015 წელს ბათუმში 23 წლამდე მოჭიდავეებს შორის ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში  ოქროს მედალი მოვიპოვე. ჯამში საქართველოს ჩემპიონი  6-ჯერ გავხდი. ხოლო 2016 წელს რიგაშილატვიაში ჭიდაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე  85 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოვიპოვე.

ასევე ვარ გასული წლის რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე, წლევანდელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ბრინჯაოს მედალოსანი დიდებში. (ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის, ბერძნულრომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილის განცხადებით, მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაო მხოლოდ დასაწყისია და პირობას დებს, რომ მომავალში რეზულტატს გააუმჯობესებს) .

რომელ წონაში თამაშაბოთ ?

85 კილოგრამიან კატეგორიაში ვთამაშობ.

დაქორწინებული ხართ ?

არა !

სად ვვარჯიშობდით, რომელ დარბაზში ?

ვარჯიში დავიწყე ბავშვობაში სოფელ ნორიოში.ტრენერი კი იმედა ბრეწუაშვილი იყო.

 

თბილისში  ?

2010 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი იქაც არ იყო პირობები, ამიტომ გადმოვედი თბილისში და „ ფალავანთა კლუბში“ ვაკეში დავიწყე ვარჯიში.  მეორე ტრენერი მყავს ზაზა ჯიბლაძე.  

 პრიზები .

პრიზების შემდეგ მეზრდება ჰონორარი.ასევე ვიღებთ ფულად ჯილდოებს ადგილების მიხედვით.

რამდენი საათი ვვარჯიშობთ დღეში ?

ჯამში 4 -საათი. დილას 11- დან პირველ საათამდე და საღამოს მეორე ვარჯიში 5-დან 7-მდე.

 ანუ ჯიდაობა თქვენი პროფესიაა , ხომ არ აპირებდით დამატებითი პროფესიის შეძენას?

დიახ, სამწუხაროდ ჯერ დამატებით სხვა რაიმეს შესწავლას ვერ ვასწრებ და ისე ვაპირებ აუცილებლად.

 რას გააკეთებთ როცა აღარ იჭიდავებთ?

ეს ჯერ არ გადამიწყვეტია და არც მიფიქრია იმედნად ვარ სპორტში ჩართული, რომ მაგისთვის დრო არც დამითმია.

 ჰობი ?

მანქანა და სისწრაფე. მყავს მანანქანა  და მანქანებით რბოლაშიც ხშირად   ვიღებ მონაწილეობას

 

უცხო ენები ?

რუსულად ვსაუბრობ და ინგლისურს ვსწავლობ.

რატომ ჭიდაობა ?

თავიდან როცა დავიწყე  მაშინ სოფელში მარტო ეს სპორტი იყო და მიმიყვანა მამაჩემის მეგობარმა მაშინ არც მიფიქრია თუ აქამდე შევტოპავდი ( იცინის ).

სიგარეტი ?

 არ ვეწევი და არც ის მომწონს როცა  სხვები ეწევიან ჩემთან ერთად.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს; თქვენს  თანატოლებს და თქვენს უკან მომავალ თაობას ?

ვურჩევ  დაკავდნენ სპორტით.

პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესით. მე ვფიქრობ კარგია მითუმეტეს  ბიჭისთვის  როცა შედეგს ღებულობ ხდები ცნობილიც და ფინანსურადაც  მომგებიანია.

ჩემთვის სპროტი ძალიან კარგია .

ჭამა გიყვას ?

ვარჯიშის გამო სწორი კვებაა  საჭირო და ვიკვებები სწორად. ყველა სპროტსმენმა  იცის რომელი საკვებია სასარგებლო.  რასაკვირველია ბევრი სითხე, ცხიმი ნაკლები უნდა ქონდეს საკვებს, ცომეულს ვერიდებით ასევე  ტკბილელუს ნაკლებად ვიღებთ . როცა სპროტსმენი ხარ და არ დაიცავ წესებს  შემდგომ ეს  ხელს გიშლის ფორმის შენარჩუნებაში.

 

საკმაოდ ახალგაზრდა ხართ,  ამდენი მიღწევები გაქვთ, ხომ არ აპირებთ სხვა  სფეროში  გადასვლას?

ჯერ დასახული მიზნისთვის არ მიმიღწევია. მინდა, რომ ბრინჯაოს ნაცვლად ოქრო მოვიპოვო და რათქმაუნდა  ვფიქრობ ოლიმპიადაზე.

სხვა მიზნები ?

ჯერ-ჯერობით სხვა  მიზნებზე არც ვფიქრობ. ოჯახის შექმნას კი ვაპირებ, მაგრამ ჯერ არც ვფიქრობ იმიტომ, რომ სპროტსმენი თუ სხვა რამეზე გადაერთო  ის ვერ არის შემდეგ  ისეთი მობიზლიზებული.

 ცურვა ?

წყლის მეშინია. ეს ყველამ იცის . ( იცინის)

საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით იქნებოდით თუ არა მოჭიდავე ?

მაგაზე არც მიფიქრია .

რომელი ქვეყნის მეტოქეა ყველაზე ძლიერი ?

სუსტს არასოდეს არ  შევხვედრივარ, თუმცა  მაინც ჩვენს მეზობლებს გამოვყოფდი; თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი . ყველაზე ძლიერი წონაში, რუსი სპორტმენი არის, ოღონდ ქართული წარმოშობის. დავით ჩაკვეტაძე.

პოლიტიკა ?

არ ვინტერესდები.

წიგნებს კითხულობ ?

კი

გართობა ?

ჩემი გართობა მანქანაა და როცა თავისუფალი დრო მაქვს რუსთავში ჩავდივარ, რბოლისთვის .

რომ არა სპორტი ?

 ვისწავლიდი . რაზე, არ მიფიქრია, სწავლას რომ მივყოლოდი რას ავირჩევდი.  ისეთი პატარა ასაკიდან დავიწყე ვარჯიში,  რომ ვერც ვფიქრობ ამაზე.

 რომელი ბრენდის ტანსაცმელი მოგწონს ?

ადიდასი და ნაიკი , ვერ ვიტყვი რომ რომელიმე უფრო მეტად.

 

რუსა გვაზავა

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close