POSTS დაიჯესტი

“შიდსის ცენტრის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში”,-სოსო კავკავაშვილი

აი როგორც ჟურნალისტი, ძალიან კარგად ვიცნობ შიდსის  ცენტრის მუშაობას.უამრავი მასალა მაქვს გაკეთებული ამ თემაზე.

ცენტრის მთელი სამედიცინო პერსონალი არაფერს იშურებს იმისთვის , რომ პაციენტებს ვინც დაავადებულნი არიან აივ ინფექციით ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა, ხელი შეუწყონ და დაეხმარონ მათ ,რომ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. აქ რაღაც კმენტარებს წავაწყდი და ძალიან გული დამწყდა, დილეტანტიზმზე … შიდსის ცენტრი წლების განმავლობაში იყო სახელმწიფო ბალანსზე და დაწესებულება ეხლაც სახელმწიფო გახლავთ.

შესაბამისად სახელმწიფოს მოვალეობა არის იზრუნოს სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურაზე, შიდსის ცენტრის ხელმძღვანელობამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა რათა ცენტრის შენობაში დაცული ყოფილიყო ჰიგიენური ნორმები. ხომ არ გავიწყდებათ ამხელა კვლევითი ინსტიტუტის ერთ ბიზნესმენზე მიყიდვა.

… მე ვფიქრობ სახელმწიფოს უნდა ეყოს გონიერება და თუ რამე შეიძლება სახელმწიფოში კეთდებოდეს შიდსის დაავადებულთა დასახმარებლად აუცილებლად უნდა ჩართოს ამ ყველაფერში შიდსის ცენტრის წარმომადგენლები. მითუმეტეს აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის “ეროვნული საბჭოს” შექმნისას…. გადახედეთ ცენტრის მუშაობის ისტორიას… გადახედეთ რა აქვთ გაკეთებული თითოულ ექიმს, გადახედეთ როგორ ზრუნავენ აივით დაავადებულ ორსულ დედებზე, როგორ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ ახალშობილი აბსოლიტურად ჯამრთელი მოევლინოს ამ ქვეყანას….აი ამის მეტს არ დავწერ…

სოსო კავკავაშვილი 

პროდიუსერი, ჟურნალისტი

ფეისბუქ-სტატუსი 

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close