ბლიც ინტერვიუ

ბლიც-ინტერვიუ ნიტა სიხარულიძესთან (რა ძალაა პატრიოტთა ალიანსი)

  • რას საქმიანობს ნიტა სიხარულიძე ?

ამ დროისთვის  ისევ ვიკავებ „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პრესმდივნის თანამდებობას.

  • პოლიტიკაში მოსვლის ისტორია?

ჩემი პარტიაში და ზოგადად პოლიტიკაში მოსვლის ისტორია ძალიან საინტერსო და ამავდროულად სახალისოა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სანზონის ოლქში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრიდა ბატონი გოჩა ჯოჯუა, სადაც მივედი კოორდინატორად. აქტური მუშაობის შემდეგ დაახლოებით ორკვირაში ბატონმა გოჩამ შემომთავაზა პარტიის პრესმდივნის თანამდებობა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. ეს იყო ჩემი პირველი ჩართულობა როგორც არჩევნებში, ასევე პოლიტიკაში.

  • რატომ პოლიტიკაში ?

როცა წინა საარჩევნო კამპანიის დროს გვქონდა ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რეალურად მხოლოდ მაშინ დავინახე და ვიგრძენი საზოგადოების პრობლემები, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, რომლებიც სიღარიბის ზღვარზეა, არ გააჩნიათ არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, არ არიან უზრუნველყოფილნი საცხოვრებლით. დავინახე თუ რამდენი ბავშვი გვყავს მშიერი, რომელთა მომავალი გაურკვეველია. სწორედ ამ სიტუაციამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. მინდა, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანო მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ახალგაზრდა თაობის უკეთესი მომავლისთვის. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ აღმოჩნდა ის პარტია, რომლის ლიდერს და მის თანაგუნდელებს მსგავსი მიზნები ამოძრავებდა.

  • რა პროფესიის ხარ ?

ჩემი პირველი პროფესია ეკონომისტობაა. თუმცა, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი გადავწყვიტე რადიკალურად განსხვავებულ პროფესიას დავუფლებოდი და ჩავაბარე ივენთ მენეჯერის სპეციალობაზე. ეს პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ამჟამად ნაკლებად მაქვს დრო ამისთვის.

  • პარტიის ძირითადი აქცენტი ?

ჩვენს პარტიაში ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება და სწორედ, რომ ქრისტიანულ იდეოლოგიაზე და თანამედროვე გამოწვევებზე ჩვენი ხედვაა ამ პარტიაში  პრიორიტეტული, ამიტომაც დაერქვა „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ და რეალურად ამ პარტიაში ახალგაზრდული ფრთაა ძირითადი ბირთვი.

  • რა ფინანსები აქვს თქვენს პარტიას ?

ის მცირედი დაფინანსება რაც ჩვენს პარტიას აქვს გამოყოფილი სახელმწიფოსგან, არის 7 000 ლარი თვეში. ამ თანხით შეიძლება მხოლოდ ცენტრალური ოფისის შენახვა და ეს თანხა არისფუნქციონირებისათვის მინიმალური შესაძლებლობა.

  • მოგვიყევი თვქენი ლიდერის შესახებ !

რა თქმა უნდა ბატონ გოჩასთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი და კონსულტაციები პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს სხვადასხვა ინიციატივები და გეგმები, რომელთა განსახორციელებლად მთლიანი გუნდი ერთობლივად ვმუშაობთ. ბატონი გოჩას დამსახურება გახლავთ ჩემი პოლიტიკური კარიერის დაწყება და განვითარება.

  • რა ძალაა პატრიოტთა ალიანსი ?

პატრიოტთა ალიანსი იყო და არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, რომელიც  ემყარება ქართულ-ნაციონალურ ინტერესებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ მათთან კოალიციაში გაერთიანების გადაწყვეტილება.

  • დღის განრიგი

დაკავებული ვარ მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით და ჩემი დღის განრიგი ძირითად შემთხვევაში საკმაოდ დატვირთულია. ხოლო რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას დროის რეგლამენტის გამო ტაიმ-აუტი მაქვს აღებული და მთლიანად ორიენტირებული ვარ კარიერულ წინსვლაზე.

 

რუსა გვაზავა


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close