POSTS დაიჯესტი

გიორგი ფოფხაძე: ბესო იცოდე შენზე მეტი დამცირება და სულში ჩაფურთხებები გადამიტანია

ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთ მაღალი რანგის ჟურნალისტი  გიორგი ფოფხაძე ქართველი კარიკატურისტის ბესიკ დუღაშვილის გაუჩინარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

არ დააფასეს, სულში ჩააფურთხეს, უნიჭოები მასზე წინ დააყენეს არადა საოცარი ნიჭის ადამიანი მხატვარი ბესო დუღაშვილი … ეს სტატუსი დაწერა და სადღაც წავიდა… ბესო არ ქნა ეგ ბესო… იცოდე შენზე მეტი დამცირება და აკრძალვა-სულში ჩაფურთხებები გადამიტანია.. არაა ვაჟკაცის საქმე ეგ, ხან დავეცემით ხან ავდგებით… არ ქნა ეგ ბესო არც გაბედო ძმისგულო…
—————————-

როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა…
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…
მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”. 

გიორგი ფოფხაძე 

ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთ მაღალი რანგის ჟურნალისტი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close