News დაიჯესტი

“ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო”

დეპუტატების ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო დღეს ბიძინა ივანიშვილს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მწვანე კონცხის ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაზე იმსჯელებს. მიწის გადაცემა ბათუმის პანორამისთვის 49 წლიანი იჯარით მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაზე თანხმობა აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა, დღეს კი საკითხს რიგგარეშე სხოდმაზე, საკრებულო გადაწყვეტს.

“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაუძლებს ამხელა წნეხს და ისინი მხარს დაუჭერენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპში საკუთრებაში გადასცენ ბოტანიკური ბაღი. თბილისი პანორამის მსგავსად, ალბათ ჩვენ გვექნება ბათუმი პანორამა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღი შეიერთა, რეალურად, უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება მისი სასტუმროს ეზო. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ბათუმელებისთვის, ბათუმის სტუმრებისთვის ბოტანიკური ბაღი გახდება მიუწვდომელი, ის რეალურად იქცევა ბიძინა ივანიშვილის ეზოდ,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

წყარო 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close