POSTS დაიჯესტი

“ტრადიცია, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას,წინა თაობის ბრმად მიბაძვას კი არ ნიშნავს,განმეორებას სიახლე სჯობს…”

პოლიტიკოსი და ისტორიკოსი ნიკოლოზ მაჭუტაძე სოციალურ ქსელში ტომას სტერნზ ელიოტის  სიტყვებს აქვეყნებს:

“ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას, მაშინ ეს სიტყვა უეჭველად დაჰკარგავს აზრს.

ბევრი ისეთი ნაკადი გვინახავს, მალე რომ ჩაკარგულა ქვიშაში. განმეორებას სიახლე სჯობს. ტრადიცია ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა. ის მემკვიდრეობით არ გადმოგვეცემა, და თუ გვწადია, თავგადაკლული შრომის ფასად უნდა შევიძინოთ. ტრადიცია, უპირველესყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, და ეს შეგრძნება მეტ-ნაკლებად აუცილებელია ყველასათვის.

ისტორიის შეგრძნება გულისხმობს, რომ წარსული არამარტო წარსულად აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც, ისტორიის შეგრძნება აწერინებს კაცს არამხოლოდ თავისი თაობის პოზიციიდან გამომდინარე, არამედ ისე, თითქოს მთელი ევროპული ლიტერატურა, ჰომეროსიდან მოკიდებული, და მასთან ერთად, მისი მშობლიური ქვეყნის ლიტერატურა, ერთდროულად არსებობენ და ერთიან წესრიგს ქმნიან.

ისტორიის შეგრძნება, რომელიც შეგრძნებაა დროისა და წარმავლობისა, – ორივესი ერთად, – მწერალს ტრადიციულობას ანიჭებს. აგრეთვე მძაფრად შეაგრძნობინებს ადგილს დროსა და თანადროულობაში.”

წიგნიდან: “ესეები პოეზიასა და კრიტიკაზე.”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close