News დაიჯესტი

კობაიძე – მოვუწიდებ ხელისუფლებას მიხედეთ მოსახლეობას!!!

“სახალხო – ხალხის ერთსულოვნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარჯანიშვილზე ჯ.კახიძის #4-ში მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

კობაიძე კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობასთან ოჯახებში შევიდა და მათ მდგომარეობას გაეცნო, როგორც კახიძის #4-ში მცხოვრებლები საუბრობენ, ისინი ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან. ადგილობრივები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. კერძოდ, კორპუსს სახურავი დაზიანებული აქვს, წვიმის დროს წყალი ბინებში ჩასდით, ამორტიზირებული შენობის გამო საცხოვრებელ სახლში ცხოვრება თითქმი შეუძლებელია. 5 სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს, მათი თქმით ადგილობრივ თვითმართველობას დახმარებისთვის განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან დახმარება და გულისხმიერება არავის გამოუჩენია. კობაიძემ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდა.

                    


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close