ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი

„სვიფტის“ ინგლისური ენის ოლიმპიადისთვის უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო !

„სვიფტი“ საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს და სასწავლო აქტივობებს უწევს ორგანიზებას. მათი  ძირითადი საქმიანობაა ყველა მოსწავლისათვის, II -დან XII კლასის ჩათვლით, ხელმისაწვდომი სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზება ოთხ საგანში: ქართულში, ინლისურში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში (IX-XII).

ორგანიზაცია „სვიფტი“-ის მიზანია :

  • შექმნას ისეთი სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას და აუმაღლებს მათ სწავლისადმი მოტივაციას.
  • მხარი დაუჭიროს თითოეულ დირექტორს, პედაგოგსა და მშობელს მოსწავლეებზე ზრუნვის პროცესში.

„სვიფტის“  ოლიმპიადაში ჩართულობით მოსწავლე მიიღებს ახალ შესაძლებლობებს, განვითარების ინოვაციურ საშუალებებსა და განსაკუთრებულ პრიზებს. საუკეთესო სვიფტელები კი გაემგზავრებიან სპეციალურად მათთვის შექმნილ შემეცნებით ბანაკში საქართველოს ერთ-ერთ დასასვენებელ კურორტზე.

„სვიფტის“  გუნდის თითოეული წევრი ფიქრობს, რომ მოსწავლეთა განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია პედაგოგის როლი, ამიტომ „სვიფტი“  ყოველთვის იქნება მათი აქტიური მხარდამჭერი მოსწავლეთა აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში. თითოეული სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო სვიფტელების პედაგოგები დასაჩუქრდებიან სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ბანაკის საგზურით.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია , რომ „სვიფტის“  ოლიმპიადა ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისათვის. სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ისარგებლებენ სპეციალურად მათთვის შექმნილი  25 %-იანი ფასდაკლებით ოლიმპიადის ფინალური ტურის საფასურის გადახდის დროს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედაგად სვიფტსა და ზემოხსენებულ სამინისტროს შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც ორგანიზაცია სვიფტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში ჩაერთვებიან მსჯავრდებული არასრულწლოვნები, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან პენიტენციალურ დაწესებულებებში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  სასწავლო პროცესში მოსწავლეების სრულყოფილი ჩართულობისთვის თვითოეულ საგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  აქედან გამომდინარე  გუნდი იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას და  სამომავლოდ გეგმავს საქართველოში პირველ პრაქტიკულ ოლიმპიადებს საბუნებისმეტყველო საგნებში.

„სვიფტის“  გაზაფხულის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადის I შესარჩევი ტურით გაიხსნება. ოლიმპიადისათვის უფასო ონლაინ რეგისტრაციის გავლა  II – დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ( Swift.com.ge )  მიმდინარეობს.

ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტური 3 მარტს საქართველოს მასშტაბით ცხრა ქალაქში გაიმართება.

ჩატარების ადგილებისა და განრიგის შესახებ ინფორმაცია ოლიმპიადამდე ერთი კვირით ადრე ვებ-გვერდზე Swift.com.ge -ზე  გამოქვეყნდება .

3 მარტს, ინგლისური ენის ოლიმპიადაზე საქართველოს ცხრა ქალაქში მოსული ათასობით სვიფტელი განსაკუთრებულად მიულოცავს მშობელს დედის დღეს. კამპანიაში ოლიმპიადის მონაწილეებთან ერთად მათი მშობლები და ცნობილი ადამიანები ჩაერთვებიან.  დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში  „სვფიტისა „ ორგანიზაციის პარტნიორი კომპანიებისაგან  სვიფტელების მშობლებს სხვადასხვა სიურპრიზი ელით.

იყავი ლიდერი, შექმენი განსხვავება !

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close