POSTS დაიჯესტი

შსს: მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და მისი 3 წლის შვილი იმსხვერპლა, ნასვამი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის გოგო და მისი 3 წლის შვილი იმსხვერპლა, ნასვამი იყო.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close