POSTS დაიჯესტი

“თემურ ქორიძე იქ დაასვენეს, სადაც 1991-1992 წ-ში თბილისის ომი დაიწყო”

დღეს ქვაშვეთის ეკლესიიდან გამოვასვენეთ და
მთავრობის სასახლისაკენ ,,გავიტაცეთ” საქართვ-
ელოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატ-
ის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის,
ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურის მკვლე-
ვარის, ბატონი თემურ ქორიძის კუბო და იმ შენობ-
ის წინ დავასვენეთ, სადაც 1991-1992 წლების შემ-
ზარავი ე. წ. თბილისის ომი დაიწყო, რომელმაც
აურაცხელი ქართველის სიცოცხლე და თავისუფ-
ალი, დამოუკიდებელი საქართველო შეიწირა!..


მითხრეს, – თინათინ, გაგვიძეხიო!..ჰოდა, ბევრი არ
მიფიქრია, ხელი ვტაცე კლარა შუკვანის მოტანილ
შინდისფერ დროშას და რუსთაველის პროსპექტი
გადავჭერი!..გვერდით კონსტანტინე გამსახურდია,
ნინო ნიშნიანიძე და სხვა მამაცი ქართველები მომ-
ყვებოდნენ!..რა წამები იყო!..ამ წამებს არაფერზე გა-
ვცვლიდი!..ბატონი თემურის სასახლესთან სიტყვა
წარმოთქვა კონსტანტინე გამსახურდიამ, ლექსები
წავიკითხეთ მე და პოეტმა ერეკლე საღლიანმა.


ბატონი თემურის ნეშტი მივაბარეთ მცხეთის წმინ-
და დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონას-
ტრის მიწას. აცხოვნოს და შეიწყალოს უფალმა!..


ფოტოები გადაიღო ირაკლი შონიამ. მართალია, სა-
ხე არ მიჩანს, მაგრამ, მერე, რაა?..ეს ჩვენ ვართ, ერო-
ვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შინდისფ-
ერი მზის უკანასკნელი, მამაცი ნამცვრევები!..დიახ,
ეს ჩვენ ვართ, სასწაულებრივად გადარჩენილი მამუ-
ლიშვილები და ჩვენი დამმარცხებელი, ჩვენი დამჩ-
ოქებელი დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულა!..
თინათინ მღვდლიაშვილი
2017 წელი, 31 ოქტომბერი

თინათინ მღვდლიაშვილი

ფეისბუქ-სტატუსი 

Tinatin Mgvdliashvili-ს ფოტო.
Tinatin Mgvdliashvili-ს ფოტო.
Tinatin Mgvdliashvili-ს ფოტო.
Tinatin Mgvdliashvili-ს ფოტო.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close