პოლიტიკა

” ნატოს საპარლამენტო სესიის თბილისში ჩატარების გამო რუსეთს ექნება ადეკვატური ნაბიჯები”

ნატოს საპარლამენტო სესიის თბილისში ჩატარება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მნიშნელოვან ადგილს ვიკავებთ საერთაშორისო საზოგადოებაში და ამ სივრცეში მსგავსი ფორუმების ჩატარება კიდევ ერთხელ გამოკვეთს საქართველოს მნიშნელობას როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ყველასათვის არ არის ასე ცალსახად და ერთმნიშნელოვნად მისაღები ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შეკრება.
ეს ყველაფერი ხომ არ ემსგავსება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვხდებით გამაღიზიანებელი ფაქტორი ვიღაცისთვის იმ დროს, როდესაც შეიძლება სათანადოდ მომზადებული არ ავღმოჩნდეთ ამ გაღიზიანების შემდეგ გარკვეულ ქმედებებზე საპასუხოს.
როდესაც რუსეთი მტრულად განიხილავს ნატოს თავის საზთვრებთან მოახლოებას და მის სამეზობლოში ხდება მსგავსი ფორუმის ჩატარება, მას რასაკვირველია ექნება ადეკვატური ნაბიჯები. ჩვენ რამდენად ვართ მზად ამ ადეკვატურ ნაბიჯებს გაუწიოთ პრევენცია, რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება მზად ამისთვის.

 

ახალი ქრისტიან -დემოკრატების ლიდერი
გოჩა ჯოჯუა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close