ALL დაიჯესტი

4 სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს ინსულტი უახლოვდება – ამით შეიძლება სიცოცხლე იხსნათ!

პარკში სეირნობთ და მოულოდნელად ხედავთ, როგორ ვარდება მიწაზე ხანშიშესული უცნობი მამაკაცი. ცდილობთ დაეხმაროთ, მაგრამ მამაკაცი გონზეა და ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ფეხი დაუცდა.

მამაკაცი ცერწასული და დაქანცული ჩავს, მაგრამ თქვენ გჯერათ მისი სიტყვების და თავს ანებებთ. მამაკაცი საღამომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. საღამოს კი იგი სასწრაფოს მიჰყავს, მაგრამ მალე კვდება ინსულტით.

არადა, თქვენ რომ ჯერ კიდევ დღისით სათანადო დახმარება გაგეწიათ, ადამიანი ცოცხალი გადარჩებოდა.
როგორ შეიძლებოდა გცოდნოდათ, რომ უცნობ მამაკაცს საღამოს ინსულტი დაემართებოდა?

ნეირობიოლოგები ამბობენ, რომ ინსულტი მყისიერად არ დგება. სინამდვილეში, მისი სიმპტომები წინასწარ იჩენენ თავს. საკმარისია მხოლოდ ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ისინი. აქედან გამომდინარე, სასიკვდილო შეტევა (ან შეტევა, რომელმაც შეიძლება ადამიანი სამუდამოდ დააინვალიდოს) შეიძლება “გადავავადოთ”.

აი, 4 ნათელი ნიშანი იმისა, რომ ადამიანს პრედინსულტური მდგომარეობა აქვს:

1. სთხოვეთ “ეჭვმიტანილ” ადამიანს ფართედ გაიღიმოს. თუ მას ინსულტის წინა მდგომარეობა აქვს, ამას ვერ ან დიდი გაჭირვებით გააკეთებს.

2. სთხოვეთ “ეჭვმიტანილს” თქვას რაიმე ელემენტარული, ოღონდ ცოტა გრძელი წინადადება, მაგალითად, “კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, ნუ შეწუხდებით”. ამას ვერ ან ძალიან დიდი გაჭირბევით მოახერხებს.

3. სთხოვეთ ასწიოს ხელები თავს ზემოთ. ავადმყოფი ამას მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს.

4. სთხოვეთ ენა გამოყოს. თუ ენა გვერდით არის შებრუნებული ან სისხლიანს ჰგავს, მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

თუ შემაშფოთებელ მომენტამდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ თქვენი ახლობელი უჩივის კიდურების დაბუჟებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და მხედველობის დაბინდვას – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი. რამდენიმე საათში, შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა გაუარესდეს.

სხვა სიმპტომებია: მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ცალ თვალში, უეცარი და უმიზეზი ღებინება, კოორდინაციის პრობლემები, უეცარი გონის დაკარგვა.

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close