News დაიჯესტი

ჰილარი კლინტონი: ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი აუცილებლად დადგება, ის რიჩარდ ნიქსონის ბედს გაიზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების “დემოკრატიული პარტიის” წევრის და ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადებით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი აუცილებლად დადგება, ამის შესახენ NBC News იუწყება.

როგორც კლინტონმა უელსის კოლეჯში სტუდენტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ბედს გაიზიარებს.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ძირითადად დონალდ ტრამპის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან ასევე, ტრამპის ჯანდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვართ ადამიანზე, რომელმაც არჩევნებში არაკეთილსინდისიერად გაიმარჯვა, ვის მიმართაც სამართალდამცველებს არაერთი კითხვა აქვთ და რომელიც საკუთარ პრეზიდენტობას ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტით დაასრულებს”, – აღნიშნა კლინტონმა.

წყარო 

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close