News დაიჯესტი

ბორტგამცილებელს უკბინა, მეორეს მუცელში წიხლი ჩააზილა და ერთიც დაკაწრა!

არყით გალეშილმა რუსმა “ქალბატონმა” 2026 წლის 8 სექტემბერს United Airlines-ის Boeing 777-200ER-ის ბორტზე, რომელიც ახორციელებდა ფრენას UA18 მილანიდან ნიუარკში, და სადაც სალონში 274 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა და რომლის პირველი კლასის ბილეთი 8 300 დოლარია და ამ “ქალბატონს” ჰქონდა შეძენილი, მისთვის “მოულოდნელად” გადაიქცა ფედერალურ გამოძიებად, ხელბორკილებად და რეალურ ციხედ.

სკანდალის მთავარი გმირი 37 წლის რუსეთის მოქალაქე კრისტინა კედიშევა იყო. ეკიპაჟის თქმით, ფრენის დროს მას რამდენჯერმე მიართვეს ალკოჰოლი, რის შემდეგაც ბორტგამცილებლებმა სამართლიანად გადაწყვიტეს მისთვის მომსახურების შეწყვეტა. უარის მიღების შემდეგ, მგზავრი აჯანყდა: მან დაიწყო კაბინაში შეჭრა, სმარტფონზე პერსონალის გამომწვევად გადაღება და რასიზმში დადანაშაულება.
ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, როცა თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა და ყველას ღვედების შეკვრა მოსთხოვეს. ადგილის დაკავების ნაცვლად, კრისტინა თვითმფრინავის უკანა მხარეს გაემართა პირდაპირ ავარიულ გასასვლელისკენ. როგორც მოგვიანებით New York Post-მა იტყობინება, ერთ-ერთმა ყურადღებიანმა მგზავრმა შეამჩნია, რომ ის კარის სახელურს სწვდა და მისი გახსნა სცადა. მგზავრები მას დაესიენ და სასტიკი ბრძოლა დაიწყო.
ეკიპაჟმა რამდენიმე მგზავრთან ერთობლივი ძალისხმევით მოახერხა გავეშებული სვინომატკას იზოლირება. ჩხუბის დროს მან ერთ ბორტგამცილებელს უკბინა, კიდევ ერთს მუცელში წიხლი ჩააზილა და ერთიც დაკაწრა, მოკლედ ყველას სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მჭიდროდ გაკოჭილი რუსი “ქალბატონი” სამი საათის განმავლობაში მაინც აგრძელებდა ფართხალს და რუსული ტკბილხმოვანებით ყველას შემკობას.
თვითმფრინავის კაპიტანმა ბანგორის აეროპორტში „უწესრიგო მგზავრის“ გამო საგანგებო დაშვება მოითხოვა, სადაც ქალი სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. თარჯიმნის თანხლებით FBI-ის მიერ დაკითხვის დროს ქალმა განაცხადა, რომ მეგობრის 40 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში მიფრინავდა, თუმცა ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.

მენის შტატის სასამართლომ მას ორი სერიოზული ბრალდება წაუყენა: ეკიპაჟის საქმიანობაში ჩარევა (რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და ფიზიკური ძალადობა (ერთ წლამდე). 11 სექტემბერს მოსამართლემ კრისტინა გირაოს გარეშე წინასწარ პატიმრობაში დატოვა სასამართლო პროცესის დასრულებამდე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close