POSTS დაიჯესტი

რატომ ტოვებენ ბიზნესმენები ქვეყნას ?!

ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საუბრები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში  ბიზნესგარემო  გაუარესებულია და ამ ყველაფერში “ქართულ ოცნებას” ადანაშულებენ.

საქართველოს რეიტინგი გაუარესდა 2010-2011-სა და 2014-2015 წლებში, რაც ექსპერტების აზრით, ძირითადად,  ინდექსის შედგენის მეთოდოლოგიის ცვლილებით იყო განპირობებული.

სწორედ ქვეყანაში  ბიზნესგარემოს  გაუარესება და არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე და ბიზნესის კეთების სირთულე -აბსურდულობა, აიძულებს ბევრ ბიზნესმენს ქვეყნის დატოვებას.

ამ ყველაფერს თან ერთვის ბიზნესზე  არალოგიკურად გაზრდილი სჯარიმო ტარიფები.

როგორც ჩვენი რესპოდენტი წარსულში  ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, ირაკლი ჯავახაძე, ( ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს) ყვება იმ სირთულეებზე რაც შეუძლებელს ხდის საქართველოში ბიზნესის კეთებას.

„მე მქონდა შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტი ბორჯომში, მთავრობის შეცვლის შემდეგ  დამიბარეს თბილისში,შემოსავლების სამინისტრო  და გამომიწერეს  ჯარიმა 70 ათასი ლარის ოდენობით“,-ამბობს ჯავახაძე.

 

მისი თქმით, ის შეეცადა  სასამართლო გზით გაესაჩივრებინა ეს საჯარიმო ტარიფი, რადგან როგორც თავად ხსნის ; „დამიწყეს დავა ფულის გათეთრებაზე,  ამ შემთხვევის გატარება და დალაგებაც შეიძლებოდა,  მაგრამ არ გამიტარეს, რადგან  ჩემი ინტერესი  ქონდათ და შესაბამისად სიტუაციის დალაგებაც ვერ მოვასწარი“,-ამბობს  იგი.

ხოლო ვინ იყო მისი დაჯარიმებით დაინტერესებული პირი, თუ პირები, იგი ხსნის , რომ : „ ჩემს გვერდზე კიდევ ქონდათ  იგივე ლითონები და იქედანაც  მემუქრებოდნენ; -მოვიდა ჩენი მთავრობა და დაგანახებთო, ჯავახაძე!, გვარით მომართავდნენ, და დაგანახებ რა დღეში ჩავარდებიო, ნუ ეგენი ამ მთავრობის ხალხია და ასე ვთქვათ, მათი მეშვეობით შე- მოვიდა საფინანსო პოლიცია „ .

როგორ ირაკლი ჯავახაძე აცხადებს, იმ წლებში ჩამბარებელ პუნქტს,  შპს ლორდი ერქვა და  სასმართლო დავები რომელიც მან წამოიწყო   დაახლოებით 7-8 წელი გაიწელა და :“ამასობაში რომ არ ვიხდიდი, ყოველ თვე 2- ათასი ემატებოდა,  დაახლოებით  254- ათას ლარამდე ავიდა. ყველაფერი დაყადადებული მქონდა, სახლი ბორჯომში,თბილისში,  მანქანები, ბიზნესი და ბოლოს დავიწყე დავა, რომ მხოლოდ ძირი გადამეხდა, რომ არ წაერთმიათ ქონება,  ჯერ 70 ათასი დავწერე რაზეც უარი მივიღე და საბოლოოდ 81 ათასასზე ბახტაძემ, პრემიერ მინისტრმა, მოაწერა ხელი და მომეხსნა ყადაღა !“, -გვიხსნის ის.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close