სამგზავრო ბარათების გაცემა ხვალიდან განახლდება – ჯეო დაიჯესტი
კატეგორიის გარეშე

სამგზავრო ბარათების გაცემა ხვალიდან განახლდება

9 იანვარს, ერთი დღით სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდა. მიზეზი ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომა იყო.
„ ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „მს+“ უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ამ კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით შეჩერდა აბონემენტების გაცემა. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა“, – განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.
მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს სამგზავრო ბარათი, ხვალიდან მის გამოცვლას სრულიად უფასოდ შეძლებენ და აბონემენტის სწორ ვერსიას მიიღებენ.
„საქართველოს ბანკი“ შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close