News დაიჯესტი

2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება.

C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის შედეგები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა შეაჯამა. მინისტრის თქმით, განკურნების მაჩვენებელი 98.2 პროცენტს შეადგენს, მკურნალობა წარუმატებელი ამ პერიოდის განმავლობაში 490 პაციენტისთვის აღმოჩნდა, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ოქტომბრიდან მკურნალობის ახალ კურსს გაივლიან.

მინისტრი ამბობს, რომ წინა წლებში C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის მსურველი გაცილებით მეტი იყო.

4 სექტემბერს დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამირეიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება .

2018 წლის ივლისის მონაცემებით პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პირი, მათგან 48 000-ზე მეტმა დაიწყო მკურნალობა, აქედან 44 000-ზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98,2% შეადგენს.

2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close