News დაიჯესტი

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე დაჭრილი ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავასთქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის დეტალების გარკვევას პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. დეტალებს მომხდარზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close