News დაიჯესტი

“საბჭოთა ჯარის დღეს, გასაბჭოების 100 წლისთავზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა”- თამარ ფაჩულია ნიკა მელიას დაკავებაზე

თამარ ფაჩულია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი გადაიდგა… ასე ადამიანები არ უნდა იქცეოდნენ… ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცოვრობთ? ეს ბოლშევიკური რეჟიმია, მეგობრებო. საბჭოთა ჯარის დღეს, გასაბჭოების 100 წლისთავზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა… რცხვენოდეს ამ დღის შემოქმედებს… უკვე სახიფათო მდგომარეობაში ვართ…”,-წერს ფაჩულია.

ცნობისთვის, ნიკა მელია სამართდამცველებმა დღეს დააკავეს.

საგამოძიებო უწყება მელიას  ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. საქმე ეხება 2020 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close